"40 წლის ასაკში პირველად გავხდი მამა და ეს ისეთი ენით აუწერელი შეგრძნება ყოფილა..."

AutoSharing Option
ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე საზოგადოების წინაშე წლებია აღარ გამოჩენილა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ფეხბურთელი დაქორწინდა და 3 მარტს მამაც გახდა. AMBEBI.GE გიორგი დემეტრაძეს დაუკავშირდა:

- გიორგი, რა დაარქვით პატარას?
- ჩემი შვილი დედის დღეს დაიბადა და მას ნატალია დავარქვით. 40 წლის ასაკში პირველად გავხდი მამა და ეს ისეთი ენით აუწერელი შეგრძნება ყოფილა, მართლა არ ვიცი, ეს ემოცია როგორ გადმოვცე. უბედნიერესი ადამიანი ვარ.

- ვინ არის თქვენი რჩეული?
- ჩემი რჩეული არის თეა მოსიაშვილი. ბევრი წელია ერთმანეთს ვიცნობთ, არც კი მახსოვს
სად გავიცანი, მაგრამ დროთა განმავლობაში უფრო დავახლოვდით და უკვე ორი წელია ერთად ვცხოვრობთ. ოფიციალურ ქორწინებაში ჯერჯერობით არ ვართ. თეა ძალიან კარგი გოგოა, ყველაფრით გამორჩეული ადამიანია, რითაც მომხიბლა...

იხილეთ სრული სტატია

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
მკითხველის კომენტარები / 7 /
გილოცავ გიორგი, გაგამრავლოს ღმერთმა, ჯანმრთველი სასახელო გაგიზარდოს ნატალია.
gizog
21:49 05-03-2017
0
gilocav deme gmertma gagizardos.
kkkk
21:04 05-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული