თბილისის "დინამომ" თურქული შეკრება გამარჯვებით დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 თებერვალს თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური მატჩი ყირგიზულ აბდიშ-ათასთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ანგარიში გიორგი ჩაკვეტაძემ 36-ე წუთზე გახსნა, მეორედ კი ყირგიზთა კარში გიორგი კუციამ 53-ე წუთზე გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ "დინამომ" აქამდე ოთხი ტესტ-მატჩი ჩაატარა, საიდანაც 3 მოიგო და ერთი წააგო. დინამოელებმა ლუცკის "ვოლინი" ანგარიშთ 4:0 გაანადგურეს, დონეცკის "ოლიმპიკს" მინიმალური ანგარიშით სძლიეს, ბორისოვის ბატე-ს 2:0 აჯობეს, ხოლო ტურლის "არსენალთან" ანგარიშით 1:2 დამარცხნდნენ.

1-ელ მარტს კახა კაჭარავას გუნდი სამშობლოში დაბრუნდება და ჩემპიონატის სტარტისთვის მზადებას თბილისში გააგრძელებს.

საკონტროლო
მატჩი

დინამო-აბდიშ-ათა 2:0
გოლი: 1:0 ჩაკვეტაძე 36’ 2:0 კუცია 53’
დინამო: ლიტოვჩენკო (ბეგაშვილი 46), კობოური, ლოჩოშვილი, გველესიანი, ჩადუნელი, ნინუა, ჩაკვეტაძე, ზარია, თავაძე, კუცია, კვერნაძე
აბდიშ-ათა: აკიმაშევი, ჟიტანოვი, კარინოვი, მანობეკოვი, კუზდიაკინი, სორიგენკო, კუხარენკოვი, ჯუმაბაევი, სატიევი, ტემირბაევი, სარდარბეკოვი

ფოტო: fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს კარგი ქენით აბდიშ-ათას შემადგენლობა რომ დაწერეთ მაგათ ჩვენთან ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ და...სად პოულობენ ასეთ გუნდებს. როგორ გუნდებსაც ეთამაშებიან ისეთი ლეგიონერები მოყავთ
კახა ქირია
15:35 01-03-2017
0
გოგა - "ყაზახურ გუნდს მოუგეს და რა ქნეს". რაო!! ყაზახურ გუნდს მოუგესო!!! კაი კაცო, მართლა!!! გოგა, იქნებ დაასახელო ეს ყაზახური კლუბი?
aliko
15:26 01-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული