ვინ იყო ზარმაცი, ქინქლაძე?! რას იხსენებს მწვრთნელი, ვინც გიო ფეხბურთში დააბრუნა

AutoSharing Option
"სამტრედიის" ფიზმომზადების მწვრთნელმა თემურ ლორთქიფანიძემ გაზეთ "ლელოს" ვრცელი ინტერვიუ მისცა. სპეციალისტმა, რომელსაც ცნობილ საფეხბურთო სკოლებში უმუშავია და ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრებიც გაუზრდია, გიორგი ქინქლაძის ბავშვობის წლები გაიხსენა...

Sportall.Ge"...1973 წელს დაბადებულები ჩამაბარეს. "ნორჩ დინამოში" ამ ასაკის 4 გუნდი იყო. თავიდან სულ 6 ბავშვი დამხვდა. დავიწყე მათი ძებნა. ერთმა მითხრა, დიდუბეში მაგარი ბიჭია, მაგრამ დედამისმა ცეკვაზე, სუხიშვილების სტუდიაში გადაიყვანაო. მოიყვანეთ-მეთქი.

ვნახე და გავოგნდი - ბურთს "ღეჭავდა". ეს ბიჭი გიო ქინქლაძე აღმოჩნდა...

მამამისი მაშინ რუსეთში საქმიანობდა და დედების ამბავი ხომ იცით? -
შვილის ცეკვაზე შეყვანა ურჩევნიათ. ქალბატონ ხათუნას ვთხოვე - სამი დღე ჩემთან იაროს, სამი დღე - ცეკვაზე-მეთქი. დამთანხმდა და გუნდის შენება დავიწყე...

ზარმაცი?! ვინ გითხრათ?! იცით, როგორი შრომისმოყვარე და მონდომებული იყო? სხვათა შორის, ერთხელ 4 წლით უფროსებს შევხვდით, სადაც მამუკა აფციაური და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრები თამაშობდნენ და უნდა გენახათ, დიდებს რას უშვებოდა. ეტყობოდა, რომ დიდი ტალანტი იყო...", - იხსენებს ბატონი თემური.

თემურ ლორთქიფანიძესთან სრულ ინტერვიუს SPORTALL.GE მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ასევე დაგაინტერესებთ