საქართველო უეფას ანტირეიტინგში: ლეგიონერებისადმი ვალები, ფანების ჩხუბი...

AutoSharing Option
უეფამ მერვედ გამოაქვეყნა კლუბების ლიცენზირების შედარებითი ანგარიში. 130-გვერდიან დოკუმენტში წარმოდგენილია 54 ასოციაციის სპორტული და ფინანსური მაჩვენებლები. დოკუმენტაციაში 2015 ფინანსური წელია წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ 54 ქვეყნის ჩემპიონატიდან მხოლოდ ორია, სადაც კლუბებს ლეგიონერების მიმართ დავალიანება აქვთ - ბელორუსი და საქართველო.

უეფას მონაცემების თანახმად, ევროპული ქვეყნებიდან, რომელთა ჩემპიონატების შემოსავლები 10 მლნ ევროდან იწყება, მხოლოდ ოთხი ვერ იღებს ეროვნული პირველობის მატჩების ტელეტრანსლაციიდან შემოსავალს - ირლანდია, ბელორუსი, ყაზახეთი და საქართველო.

Sportall.ge უეფას სრულ ანგარიშს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ტეგები: