ზამთრის თასი 2017: საქართველოს ნაკრები ტურნირის გამარჯვებულია!

AutoSharing Option
დღეს, 15 იანვარს, "ზამთრის თასი 2017"-ის ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს საქართველოსა და უკრაინის ვეტერანთა ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ფინალში გამარჯვება საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - გიორგი ლომაიას კარი სერგი ნაგორნიაკმა აიღო, რასაც გოლითვე უპასუხა დავით მუჯირმა და ანგარიში გაათანაბრა. პირველი ტაიმი მაინც ქართველებმა მოიგეს - ალექსანდრე იაშვილმა და ლევან კობიაშვილმა შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს, ამ უკანასკნელმა კი ზუსტი დარტყმით მასპინძლები დააწინაურა - 2:1.

მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და ანგარიში სწრაფადვე გაათანაბრეს - თავი ამჯერად ედუარდ ციხმესტრუკმა გამოიჩინა. მალევე ორი გოლი
გაიტანა ალექსანდრე იაშვილმა და მასპინძლები ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა. ამის შემდეგ უკრაინელებმა სერგი ნაგორნიაკის დარტყმით ერთი გოლის გაქვითვა შეძლეს, თუმცა ლევან კობიაშვილმა კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო. კობიაშვილის გოლს სერგეი ნაგორნიაკის გოლი მოყვა, შემდეგ კი იაშვილმა ორ გოლს ორიც მიუმატა და პოკერი გაიფორმა - 7:4.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. გამოვლინდნენ ტურნირის გამორჩეული მოთამაშეებიც. საუკეთესო ფეხბურთელად უკრაინის ნაკრების მოთამაშე, სერგეი ნაგორნიაკი დასახელდა. ბომბარდირი 8 გატანილი გოლით ალექსანდრე იაშვილი გახდა. საუკეთესო მეკარედ კი უეფას გუნდის წევრი ნოელ მუნი აღიარეს. ესპანელ ხუან კაპდევილას საპატიო პრიზი, ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელისთვის დაწესებული ჯილდო გადაეცა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბავშვობაში და ვეტერანობაში ვართ ლომები!შუაწელში გვიჭირს! გახსენით იმერეთში(და არა მარტო იმერეთში) უფასო ბავშვთა აკადემია და ეშველება ქართულ ფეხბურთს! ახალკაცი,მერე მეგრელი და ახლა კობიაშვილი ტყუილად იკავებენ ფედერაციის პრეზიდენტის ადგილს! ძმაკაცმა ,,გაუჩალიჩა,, ადგილი და უარი ვერ უთხრა! კენიის დონეა!!!
მართალი
12:38 16-01-2017
0
Diegooს ...............................
bacho
00:09 16-01-2017
0

სიახლეები პოპულარული