ზამთრის თასი 2017: საქართველოს ნაკრები უეფასთან გამარჯვებით ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა "ზამთრის თასი 2017"-ის ფარგლებში დღეს მეორე შეხვედრა უეფას გუნდის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ანგარიშით 6:2 დაამარცხა.

- "ზამთრის თასი 2017": საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან გამარჯვებით დაიწყო

ანგარიში გიორგი დემეტრაძემ გახსნა, ვის გოლსაც ძალიან მალევე გოლით ოლივიე დოლიამ უპასუხა. ამის შემდეგ ცვლილებაზე შემოსულმა ლევან კობიაშვილმა გაიტანა. პირველ ტაიმში თავისი გოლები მამუკა მაჭავარიანმა და ალექსანდრე იაშვილმაც გაიტანეს.

მეორე ტაიმში დუბლი გაიფორმა ლევან კობიაშვილმა. ტურნირზე თავისი პირველი გოლის გატანა დავით მუჯირმაც შეძლო. მატჩის ბოლოს უეფას გუნდმა კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო.

ამ გამარჯვებით ჩვენმა ნაკრებმა ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ნახევარფინალები დღესვე, 16:00 საათზე დაიწყება.

საქართველო: საქართველო: გიორგი ლომაია, დავით გვარამაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, მურთაზ შელია, გივი კვარაცხელია, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, დავით სირაძე, დავით მუჯირი, გიორგი დემეტრაძე, გიორგი ქინქლაძე, მიხეილ ყაველაშვილი, მამუკა მაჭავარიანი.

უეფა:
ნოელ მუნი, ნიკო ბელცეტი, იოან ლუპესკუ, ინიკ რაბიუ, მიქაელ ჰესელშვერდტი, ლორან მორელი, პატრიკ მიულერი, ოლივიე დოლია, დევიდ გაფი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი რაღაც გააკეთა ფედერაციამ და სირცხვილია რომ ცარილია დარბაზი მართლა ვარსკვლავები არიან ჩამოსული ესპანეთი განსაკუთრებით. ისე მაინც შეუშვან ხალხი ვისაც არ აქვს ფული სავსე დარბაზი ხო ქვეყნის პრესტიჟია ამაზე რატო არ ფიქრობენ
barsa
16:05 15-01-2017
0

სიახლეები პოპულარული