ზამთრის თასი. B ჯგუფი: "ჩიხურა" ნახევარფინალში 9 ქულით გავიდა

AutoSharing Option
13 იანვარს, ზამთრის თასის პირველი სათამაშო დღე "ბ" ჯგუფის მატჩებით დაიხურა.

ჯგუფის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის "საბურთალო" და ბოლნისის "სიონი" დაუპირისპირდნენ. ბოლნისელებმა ანგარიში შეხვედრის პირველივე წუთზე დაჩი ფოფხაძის გოლით გახსნეს. საბურთალოელებმა წონასწორობა ბექა გვარაძის გოლით აღადგინეს, მაგრამ მალევე ფოფხაძემ დუბლი გაიფორმა და "სიონი" კვლავ დაწინაურდა.

"საბურთალომ" ანგარიში კიდევ ერთხელ თემურ ჩოგაძის გოლით გაათანაბრა. ბოლნისელთა მხრიდან კი, მეტოქის კარი მესამედ ჯაბა უგულავამ აიღო. გიორგი კოხრეიძემ "სიონს" მორიგი გოლი გაუტანა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა. შეხვედრის დარჩენილ დროში ჯაბა უგულავამ დუბლი გაიფორმა, მაგრამ
დაჩი ფოფხაძემ ავტოგოლი გაიტანა და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 4:4 დასრულდა.

მომდევნო მატჩში ერთმანეთს საჩხერის "ჩიხურა" და მარტვილის "მერანი" დაუპირისპირდნენ. საჩხერლებმა მეტოქე 8:2 დაამარცხეს. მათი მხრიდან გოლები ბესიკ დეკანოიძემ (3), თორნიკე გრიგალაშვილმა (2), გიორგი გაბედავამ (2) და გიორგი კორიფაძემ გაიტანეს. დამარცხებულთა მხრიდან კი, მანუჩარ ანთიამ და გოგა ქვარცხავამ გამოიჩინეს თავი.

მარტვილის "მერანმა" ჯგუფის შემდეგი შეხვედრა თბილისის "საბურთალოს" წინააღმდეგ გამართა და 1:11 დამარცხდა. მარტვილელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ცოტნე ხელაიამ გაიტანა. თბილისელთა მხრიდან კი მეტოქის კარის აღება გიორგი ფანცულაიამ (3), გიორგი კოხრეიძემ (2), ანდრო სოფრომაძემ, ბექა გვარაძემ, გიორგი ივანიაძემ, სანდრო ალთუნაშვილმა, თემურ ჩოგაძემ და ლუკა იმნაძემ მოახერხეს.

დრამატული გამოდგა საჩხერის "ჩიხურასა" და ბოლნისის "სიონის" დაპირისპირება. საბოლოოდ შეხვედრა იმერელთა გამარჯვებით 6:5 დასრულდა. მათი მხრიდან დუბლით ლაშა ჩიკვაიძე გამოირჩა, თითო გოლი კი გიორგი კორიფაძის, მიხეილ სარდალიშვილის, გიორგი ივანიშვილისა და დიმიტრი ტატანაშვილის ანგარიშზეა. "ჩიხურას" კარში გოლები გიორგი ვასაძემ (3), დავით სვანაძემ და დაჩი ფოფხაძემ გაიტანეს.

დღის მომდევნო შეხვედრაში ბოლნისის "სიონი" მარტვილის "მერანს" გაეჯიბრა. მატჩი ბოლნისელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 5:0 დასრულდა. დუბლი არჩილ მესხმა შეასრულა, თითოჯერ კი მეტოქის კარი კაზანჯიანმა, უგრეხელიძემ და შკუბულიანმა აიღეს.

სათამაშო დღე "ბ" ჯგუფის" გადამწყვეტი მატჩით დასრულდა. მოედანზე ერთმანეთის წინააღმდეგ საჩხერის "ჩიხურა" და თბილისის "საბურთალო" წარსდგნენ. შეხვედრა საჩხერელთა გამარჯვებით 5:1 დასრულდა. მეტოქის კარში თითო გოლი სარდალიშვილმა, ივანიშვილმა, დეკანოიძემ, მირცხულავამ და ლექვთაძემ გაიტანეს. დამარცხებულთა მხრიდან კი გოლით სანდრო ალთუნაშვილი გამოირჩა.

დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე ნახევარფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება "ჩიხურამ" მოიპოვა. იმერლებმა ჯგუფის სამივე შეხვედრა მოიგეს და შემდეგ ეტაპზე 9 ქულით გავიდნენ.

წყარო: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული