საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები პორტუგალიასთანაც დამარცხდა

AutoSharing Option
ბოსნია 19-წლამდელ გოგონათა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს მასპინძლობს.

ჩვენმა გუნდმა პირველი შეხვედრა 18 ოქტომბერს შვედეთთან გამართა და 0:4 დამარცხდა. გუშინ კი, საქართველოს 19-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა მეორე მატჩი პორტუგალიის წინააღმდეგ გამართა და ეს თამაშიც წააგო, თუმცა, უფრო მოკრძალებული ანგარიშით - 0:2.

გამარჯვებულთაგან გოლები ნეუზა ბესუგომ და რიტა ჩეგანკასმა გაიტანეს.

გია კვარაცხელიას გუნდი ჯგუფში ბოლო მატჩს 23 ოქტომბერს მასპინძელი ბოსნიის წინააღმდეგ გამართავს.

ბიელინა. გრადსკი
პორტუგალია-საქართველო 2:0
1:0 ბესუგო (34), 2:0 ჩეგანკასი (58)
საქართველო: გაბუნია, კალანდაძე (60. ანთაძე), ჩხარტიშვილი, ანთაძე, შახკულიანი,
შონია, ხაბურძანია, დოლიძე, ნარსია (81. ხარაიშვილი), კირვალიძე (28. ნაკვეთაური).
მწვრთნელი: გია კვარაცხელია
გაფრთხილება: მარკეში (63), ნარსია (74), გომეში (90)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული