ქართული ფეხბურთი

ქალთა ფეხბურთი

აზერბაიჯანი-საქართველო 0:1

AutoSharing Option
ფოტო
საქართველოს ჩვიდმეტწლამდელ ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა დღეს, ბაქოში აზერბაიჯანელი თანატოლები 1:0 დაამარცხა. გერონტი ნაჭყებიას გუნდმა ანა ჩემიას პირველ ტაიმში გატანილი გოლით ამხანაგური შეხვედრა მოიგო.

ქართველი გოგონები აზერბაიჯანელ მეტოქეს 19 თებერვალს განმეორებით შეხვდებიან. აზერბაიჯანული საიტის ცნობით, მატჩს 1500 გულშემატკივარი ესწრებოდა.

აზებაიჯანის ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა სისი რაიტმა თავისი შეგირდების მარცხზე ასეთი კომენტარი გააკეთა:

"ერთი მხრივ, გოგონებს გულშემატკივართა მხრიდან ასეთი ყურადღება გაუხარდათ. მაგრამ, მეორეს მხრივ, დაძაბულობა და ნერვიულობა იგრძნობოდა - ეს მათი პირველი საერთაშორისო თამაში იყო მშობლიურ კედლებში. მატჩის მსვლელობისას გადაცემებში სიზუსტე გვაკლდა და
შეტევის დაწყებისას სიძნელეებს ვაწყდებოდით."


მომზადებულია azerisport.com-ის მიხედვით





.