სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
«« ივნისი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
რა დონეზეა ქალთა ფეხბურთი საქართველოში - ინტერვიუ ნინო სორდიასთან
AutoSharing Option
10:06 22-03-2016
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია.

როგორც გაჟღერდა, უახლოეს მომავალში ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებაც იგეგმება. ნაკრების სიახლეებსა და ეროვნული ჩემპიონატის სისტემაზე ქალთა ფეხბურთის პრეზიდენტ ნინო სორდიას ვესაუბრეთ.

- ბოლო პერიოდში ქალთა ფეხბურთმა საგრძნობი პროგრესი განიცადა...
- ყველა ხედავთ, ალბათ, ჩვენს პროგრესს და ეს კარგია. გოგონებმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლიეს. ძირითადი შეხვედრები მალტაში გაიმართა და შემდეგ ეტაპზე გასვლა მოვახერხეთ. ამ ეტაპზე ვემზადებით შესარჩევისთვის, რომელიც 12 აპრილს ჩეხეთში გვექნება. 3 აპრილიდან ეროვნული ნაკრები შეკრებაზე გადავა, 11 აპრილს კი ჩეხეთში გაემგზავრება, კერძოდ, ოპავაში.

- როგორია გუნდის მზადების პროცესი?
- იცით, ალბათ, რომ ნაკრებებში მწვრთნელები შეიცვალნენ და მათი ხელშეწყობით გუნდი მთელი მონდომებით, დატვირთვით ვარჯიშობს.

- ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან გაქვთ ხელშეწყობა?
- კი, ძალიან დიდი. ყოველგვარი პრობლემის გარეშე ბაზაზე სტადიონი გამოგვეყო - გოგონები დღეში ერთხელ, ზოგჯერ - დღეში ორჯერ ვარჯიშობენ იმისდა მიხედვით, რამდენად შესაძლებელია სტადიონზე ვარჯიში.

- მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანს იყენებთ?
- მოგეხსენებათ, 17-წლამდელთა ნაკრებს ახლა ელიტრაუნდი ჰქონდა. ამდენად, სტადიონი მთლიანად დატვირთული იყო, მაგრამ სათადარიგო სტადიონსაც ვიყენებთ, კი.

გარდა ამისა, ფეხბურთის ფედერაციამ გამოგვიყო 2 ოთახი იმ გოგონებისთვის, რომლებსაც არ აქვთ თბილისში გასაჩერებელი ადგილი და ისინი აქ ცხოვრობენ. კვება, განთავსება და ყველაფერი, რაც  კი სჭირდებათ, თავის თავზე ფეხბურთის ფედერაციამ აიღო.

- ასაკობრივ ნაკრებებზეც მოგვიყევით...
- 24 მარტიდან 16-წლამდელთა ნაკრებს 10 დღით ვუშვებთ ლაგოდეხში, სადაც ჩვენი სამწვრთნელო ბაზაა. 4 აპრილს ჩამოვლენ თბილისში, რომ ბულგარეთის საკონსულოში შევიყვანოთ. შემდეგ ისევ შეკრება გვაქვს, 16-ში კი ოფიციალურ საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე წავლენ, რომელიც ყოველწლიურად ისეთ ქვეყნებში ტარდება, სადაც ქალთა ფეხბურთი ნაკლებად განვითარებულია. წელს ბულგარეთში მივდივართ. ტურნირი უეფას ეგიდით ტარდება. შარშან მოლდოვაში ჩატარდა, მანამდე აზერბაიჯანში...

ასევე გვყავს წელს 19-წლამდელთა ნაკრები. საერთოდ კი, 4 ნაკრები არასდროს გვყოლია - 16, 17, 19-წლამდელები და ეროვნული ნაკრები. ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, დიდი პასუხისმგებლობაა და გვსურს, ყველა ასაკში დადებითი შედეგი ვაჩვენოთ.

- დაფინანსების კუთხით ხომ არ არსებობს რაიმე სახის პრობლემა?
- დღესდღეობით, როგორც გვაძლევდა უეფა თანხას, ისევე გვაძლევს. ფეხბურთის ფედერაცია გვერდში გვიდგას და, გარკვეულწილად, სახელმწიფოც გვეხმარება ამ თანხების გადანაწილებაში.

- საუბარი იყო ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებაზეც...
- დიდი ხნის შესვენების შემდეგ, 2014 წელს ჩავატარეთ 5-დღიანი ეროვნული ჩემპიონატი ზუგდიდში. ახლა გამართული სახით ვაპირებთ ჩატარებას. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად დაინიშნებოდა, გვითხრა, რომ ქალთა ფეხბურთის განვითარებისა და წინსვლისთვის ეროვნული ჩემპიონატი აუცილებელია.

ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენი პირველი და უმთავრესი პრობლემა სწორედ ეროვნული ჩემპიონატის არქონა იყო.

- როდის დაიწყება ჩემპიონატი და რამდენ ხანს გასტანს ის?
- ჩემპიონატს 26 აპრილს ვიწყებთ და იგი ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.

- გუნდების ვინაობა ცნობილია?
- განაცხადები მიღებული გვაქვს, დიახ. ჩვენ ვთვლიდით და ვანგარიშობდით, რომ მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ 6-მა გუნდმა გამოთქვა სურვილი.
You must have Flash Player installed in order to see this player.
პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ დავიწყეთ აღწერა ქალთა ფეხბურთში, რეალურად რამდენი ფეხბურთელი გოგონაა. უნდა ითქვას, რომ 8 რეგიონმა გადმოგვიგზავნა მონაცემები, მაგრამ ასაკი არის ძალიან პატარა. თუ 8 გუნდი იქნებოდა, 16 თამაში უნდა ჩატარებულიყო და ფიზიკურად ვერ დაძლევდნენ ბავშვები, რომლებიც ძირითადად მინი-სტადიონზე თამაშობდნენ და მათთვის დიდი დატვირთვა იქნებოდა, თანაც უშედეგო - შეიძლება ცუდად გამხდარიყვნენ და პრობლემები გასჩენოდათ.

ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩემპიონატში მონაწილეობას 16 წელს ზემოთ მოთამაშეები მიიღებენ. გამართული სახით იქნება ჩემპიონატი და გახსნას კარგს ვვარაუდობთ.

- სად ითამაშებენ ეს გუნდები?
- გუნდები ითამაშებენ საფეხბურთო კლუბების სტადიონებზე. ეს საკითხიც მოგვარებულია.

- რამდენიმე დღის წინ თბილისში უეფას დელეგაციაც იყო ჩამოსული. რა მიზანს ემსახურებოდა მათი ვიზიტი?
- უეფას დელეგაციის ეს ჩამოსვლა უკვე მესამე იყო - კიდევ ორ ჩამოსვლას გეგმავენ. ისინი, ძირითადად, ქალთა ფეხბურთის განვითარებაზე მუშაობენ იმ ქვეყნებში, სადაც ეს ნაკლებადაა განვითარებული. უეფამ რამდენიმე მითითება მოგვცა, შევქმენით პროგრამა და ძალიან მოეწონათ.

ვგეგმავთ ფესტივალის ჩატარებას. რეგიონები, რომლებმაც ეროვნული ჩემპიონატისთვის გადმოგვცეს სიები და არიან პატარა ასაკის, ვერ ხვდებიან ჩემპიონატში. გული რომ არ გაუტყდეთ და არ დაგვეკარგონ, გადავწყვიტეთ, ამ ასაკში ფესტივალი ჩავატაროთ. ეს იდეა ძალიან მოეწონათ და დაგვპირდნენ, რომ სტუმრებიანად ჩამოვლენ.

ფესტივალი, ძირითადად, რეგიონებში ჩატარდება და ასევე, ვაპირებთ სკოლბურთის გამართვასაც..

სკოლბურთს დავიწყებთ მაისის დასაწყისიდან. ამ ტურნირზე ჩამოვა უეფაში ქალთა ფეხბურთის განვითარების კოორდინატორი და გვეყოლება ესპანელი ფეხბურთელი გოგონა, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის თავის ქვეყანაში ქალთა ფეხბურთის განვითარებაში.

2016 წლის ბოლოსკენ უეფა ქალ-მწვრთნელთა განათლების სამწვრთნელო კურსებს დაგვიფინანსებს. თავდაპირველად, ეს კურსები მხოლოდ მწვრთნელებს მოიცავს, შემდეგ კი მსაჯებზეც იგეგმება.

- ქალთა ფეხბურთი. საემიროები-საქართველო 0:3 [VIDEO]
- ერთადერთი ქართველი, ვინც "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგაში გაუტანა [VIDEO]
- ის რაც ქართველმა კაცებმა ვერ შეძლეს
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.