ქართული ფეხბურთი

ქალთა ფეხბურთი

საქართველოს ქალთა ნაკრებმა საემიროები მათსავე მოედანზე 3:0 დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ახალი სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი გამართა.

ლევან ბაჯელიძის დებიუტი წარმატებული გამოდგა და მისმა გუნდმა მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ლელა ჭიჭინაძე იყო, რომელმაც მეტოქის კარი სამჯერ აიღო.

ჩვენი გოგონები მომდევნო ამხანაგურ მატჩს კვლავ არაბეთის გაერთიანებული საემიროების ეროვნულ გუნდთან 27 თებერვალს გამართავენ.

12 აპრილს კი, ევრო 2017-ის შესარჩევ შეხვედრაში ქართველი გოგონები სტუმრად ჩეხეთის ნაკრებს შეხვდებიან.

დუბაი, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ფეხბურთის ფედერაციის საწვრთნელი ცენტრი
არაბეთის გაერთიანებული საემიროები-საქართველო 0:3
გოლები: 5, 29, 67 ჭიჭინაძე
გაფრთხილება:
13 ბაქრაძე

საქართველო: ნადირაშვილი, სუთიძე (87" ჩხარტიშვილი) , კოჭლამაზაშვილი, ტატუაშვილი, სხირტლაძე, პასიკაშვილი (კ), თოდაძე (71" გორგაძე), ბაქრაძე (73" ზაქაიძე), ჩემინავა, დანელია (84" ბასილაძე), ჭიჭინაძე (84" კვალიაშვილი)

სფფ-ის პრესსამსახური