ქართული ფეხბურთი

ქალთა ფეხბურთი

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთთან წააგო

AutoSharing Option
22 სექტემბერს საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ჩეხეთს უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.

44-ე წუთზე მსაჯთან კამათისთვის საქართველოს ნაკრების კაპიტანი ტატიანა მატვეევა გააძევეს.

მეორე ტაიმში ჩეხებმა სამი უპასუხო გოლი გაიტანეს, ჰეთ თრიკი შეასრულა ლუსი ვონკოვამ.

საქართველოს ნაკრები მე-6 საკვალიფიკაციო ჯგუფში მოხვდა იტალიასთან, ჩეხეთთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და შვეიცარიასთან ერთად.

I ტურში საქართველოს ნაკრები იტალიას ესტუმრა და 1:6 განადგურდა.