ქართული ფეხბურთი

ქალთა ფეხბურთი

ქართველმა 19 წლამდე გოგონებმა შვეიცარიასთან არასაფეხბურთო ანგარიშით წააგეს

AutoSharing Option
17 სექტემბერს, საქართველოს 19 წლამდე ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2015/16 წლების ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მეორე შეხვედრა გამართა და არასაფეხბურთო ანგარიშით დამარცხდა. ქართველი გოგონები შესარჩევ ჯგუფში, რომელსაც შვეიცარია მასპინძლობს, ადგილობრივ ნაკრებთან 0:23 (!) შერცხვნენ.

ცნობისთვის, ჯგუფის პირველი მატჩი, რომელიც 15 სექტემბერს გაიმართა, გერონტი ნაჭყებიას გუნდმა ისლანდიასთან 1:6 წააგო და ოთხგუნდიან ჯგუფში ბოლო ადგილზეა.

საქართველოს 19 წლამდე ქალ ფეხბურთელთა ნაკრები შესარჩევ ჯგუფში ბოლო შეხვედრას 20 სექტემბერს, ბერძენ თანატოლებთან გამართავს.

საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან ამ შემადგენლობით ითამაშა: ჯიჯეიშვილი, ჯანელიძე (40, ხარაიშვილი), ჩხარტიშვილი, ჭაუტიძე, ჩანგელია
(25, თავდიშვილი), დოლიძე, მახარაძე, დანელია, ნაკვეთაური, დუმბაძე, შახულიანი.