ქართული ფეხბურთი

ქალთა ფეხბურთი

ქართველი გოგონების ფეხბურთი - 0:29!

AutoSharing Option
ჩვენმა 17-წლამდელ ვაჟთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით იასპარეზა და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა. იგივე ასაკის გოგონებმა კი "შეუძლებელი შეძლეს" - სამ მატჩში 29 გაშვებულ ბურთს, ვერცერთი გატანილით უპასუხეს. რა თქმა უნდა, ჩვენმა 17-წლამდელ გოგონების ნაკრებმა, რომლის მთავარი მწვრთნელი გერონტი ნაჭყებიაა, სამივე მატჩი წააგო. თუმცა, წაგებაც არის დ წაგებაც...

ჩვენი ჯგუფის მატჩებს ჰოლანდიამ უმასპინძლა. სასტარტო შეხვედრაში ჩვენმა გოგონებმა ესპანელ თანატოლებთან 0:13 წააგეს. ჯგუფის მასპინძლებმა ესპანელებს აჯობეს და ჰოლანდიამ 14:0 მოგვიგო. ჩვენმა გუნდმა დასკვნითი შეხვედრა წინა მატჩებზე უკეთ ჩაატარა და ბელარუსთან
მხოლოდ ორი მშრალი ბურთით წააგო. საბოლოო ჯამში, ჯგუფში უკანასკნელ ადგილს დაჯერდა და გათამაშებას გამოეთიშა.