ლეგიონის უქმეები: სერია A-ში ლევან მჭედლიძის კარიერაში პირველად...

AutoSharing Option
ზედიზედ 4 მატჩი სასტარტო შემადგენლობაში სერია A-ში, რაც პირველად მოხდა ლევან მჭედლიძის კარიერაში...

ლევანმა 90 წუთი ითამაშა ყოფილი გუნდის, "პალერმოს" წინააღმდეგ. 26-ე წუთზე მან მეტოქის კარში დაუმუშავებლად დაარტყა, თუმცა სტუმართა გუნდი მცველმა იხსნა, როცა ბურთს გადაეღობა.

მატჩის ბედი 76-ე წუთიდან გადაწყდა, როცა მოედანზე ვეტერანი მასიმო მაკარონე შევიდა. ზუსტად ერთ წუთში მჭედლიძემ თავით დაუგდო ბურთი მაკარონეს, რომელიც საჯარიმოში მოცელეს. პენალტი თავად დაზარალებულმა დაარტყა - 1:0. რომან ჭანტურია მატჩის განაცხადში იყო.

ლევანმა ზედიზედ მეოთხედ ითამაშა "ემპოლის" სასტარტოში. აქედან ორჯერ მან მოედანზე შეუცვლელად
დაჰყო. ასეთი რამ მის კარიერაში ბოლოს 2012 წელს მოხდა, როცა გუნდი სერია B-ში თამაშობდა.

* * *
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში გიორგი აბურჯანიას "სევილია B"-მ "ოვიედოს" უმასპინძლა და თვალსასეირო მატჩში 5:3 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თამაშში 84-ე წუთიდან ჩაერთო.

20 ტურის შემდეგ აბურჯანიას გუნდს 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზეა.

* * *
ჯაბა კანკავას "რეიმსი" საფრანგეთის თასის 1/32-ფინალიდან რანგით მეხუთე ლიგის "სარგემინმა" გამოაგდო, როცა შინ 2:1 აჯობა. მწვრთნელმა კანკავა 73-ე წუთზე (1:1-ზე) შემოიყვანა მოედანზე.

* * *
კვიპროსის ჩემპიონატში ქართველთა "ახნასი" "ერმისს" დაუპირისპირდა, რომლის რიგებშიც თამაშობს ერთი ჩვენებური - ირაკლი მაისურაძე. "ახნასმა" 3:1 იმარჯვა.

მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ნიკა კაჭარავამ (გააფრთხილეს), ნიკა ყიფიანი კი 69-ე წუთზე გიორგი ილურიძემ შეცვალა. კიდევ ერთი ჩვენებური, გია გრიგალავა ტრავმირებულია.

წაგებულთა შორის იყო მაისურაძე, რომელიც 62-ე წუთზე ექსდინამოელმა კარლეს კოტომ შეცვალა. "ერმისი" 25 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო "ახნასი" 21 ქულით მერვეა.

* * *
პორტუგალიის სეგუნდა დივიზიონში ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" სტუმრად 0:1 დათმო "ფამალიკაოსთან". ჩვენებურს არ უთამაშია. "ჟილ ვისენტე" 24 ქულით გასავარდნ ზონაში ჩაეშვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
"მოედანზე შეუცვლელად დაჰყო" - :)))))))) აბა შეცვლილი მოედანზე როგორ დაჰყოფდა?
odala
20:26 09-01-2017
0
ლევან მაგრად გგულშემატკივრობ, მიდი ძმა!!! შენი წარმატება ყველას გვახარებს.
giorgi
16:31 09-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული