რა დღეში "აგდებდა" კახა კალაძეს კიევის "დინამოს" ვარჯიშზე ლობანოვსკი

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" ყოფილმა მცველმა ვლადისლავ ვაშჩუკმა ცნობილი უკრაინელი სპეციალისტის ვალერი ლობანოვსკის ვარჯიშებზე არაადამიანური დატვირთვებზე ისაუბრა და კახა კალაძის შემთხვევაც გაიხსენა.

"თითოეული ვარჯიში მორიგი გამოცდა იყო. ყველაზე მძიმე და საზარელი ჩემთვის იყო ტესტი - 5-ჯერ 300. გარკვეული სისწრაფით, ერთი ტემპით უნდა გაგერბინა 300 მეტრი. ამას მოჰყვებოდა 4-წუთიანი შესვენება, რა დროსაც გიზომავდნენ წნევას. შემდეგ ისევ სირბილი... და ასე მეორდებოდა ხუთჯერ. უკვე მეხუთე ჯერზე გეჩვენება, რომ ფეხებზე ტონანახევრიანი ტომრები გკიდია...

...ვარჯიშზე არც ახალწვეულებს ინდობდნენ. მახსოვს, ჩვენს გუნდში ახალმა მოსულმა კახა კალაძემ, რომელსაც ნათამაშები
უკვე ჰქონდა საქართველოს ნაკრებსა და თბილისის "დინამოში", ტესტი "5-ჯერ 300"-ის დროს გონება დაკარგა და მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როდესაც გასახდელში შევიყვანეთ...

გაცოფებული გაიძახოდა, ჭირსაც წაუღია ასეთი ფეხბურთიო... უკვე რამდენიმე თვის შემდეგ კი ვარჯიშებზე ისევე იხარჯებოდა, როგორც დანარჩენები", - იხსენებს ვაშჩუკი championat.com-თან.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე კიევის "დინამოს" ღირსებას 1998-2000 წლებში იცავდა, შემდეგ კი "მილანში" გადაბარგდა. ვალერი ლობანოვსკი 2002 წელს, ინსულტით გარდაიცვალა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
გეთანხმები!ქართველ მწვრთნელზე კარგის თქმა გვიძმელდება. იმ დროს ლობანოვსკის მეთოდები მართლაც საოცარ შედეგს იძლეოდა. ახლა უკრაინელებით აღნიშნავენ, რომ დღეისათვის ეს საკმარისი აღარ არის და ცდილობენ რაღაც სხვა შეიმუშავონ.
gizog-ს
16:23 08-01-2017
0
მგონი ვასილიმ თქვა ის, რომ არიან მწვრთნელები, რომლებიც ასეთი მძიმე და აუტანელი ვარჯიშების გარეშეც ჰქმნიან დიდ გუნდებსო, ასეთი მწვრთნელი ჩვენც გვყავდა. ნეტა ჩვენიანის დაცვაშიც ვერთიანდებოდეთ ასე ან ნახევრად მაინც.
gizog
15:29 08-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული