ბუდუ ზივზივაძე: პოლონური "არკას" ვარიანტზე უარი ვთქვი...

AutoSharing Option
ბუდუ ზივზივაძე ჯერაც უგუნდოდ არის, ხოლო შესაძლო ვარიანტებიდან ერთ-ერთი უკვე გამორიცხა.

შეგახსენებთ, რომ გარდამავალი ჩემპიონატის ბომბარდირმა და საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა "სამტრედიას" ლიდერმა "ლელოს" უთხრა, რომ მოლაპარაკებები პოლონური ექსტრაკლასას ბინადარ "არკასა" და პორტუგალიური პრიმეირა ლიგის კლუბ "ტონდელასთან" ჰქონდა.

"რეალურად, სწორედ "არკასა" და "ტონდელას" ხელმძღვანელები დამიკავშირდნენ. უფრო პოლონური ვარიანტისკენ ვიხრებოდი. მაგრამ საბოლოოდ, უცნაური რამ მოხდა - აღმოჩნდა, რომ "არკას" მიერ მოლაპარაკების დასაწყისში დასახელებული პირობები კონტრაქტში ჩაწერილისგან განსხვავდებოდა, გაცილებით უარესი იყო და მასზე უარი ვთქვი.

პორტუგალიური ვარიანტი ისევ რეალურია. მაგრამ სხვა წინადადებებსაც ველოდები.
სანამ რამე გადაწყდება, თბილისში ვარ და ტონუსის შესანარჩუნებლად ინდივიდუალურად ვემზადები", - ამბობს ზივზივაძე.

საწყენია, რომ ქართული ფეხბურთის კატასტროფულად დაცემული რეიტინგისა და იმიჯის გამო, 22 წლის პერსპექტიული ფეხბურთელი ისევ გაურკვევლობაშია და უცხოეთში წასვლა საეჭვო გაუხდა. თუმცა, ზივზივაძე იმედს არ კარგავს და დარწმუნებულია, რომ ევროპიდან საინტერესო წინადადება გამოჩნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
ბუდუ, დარჩი "სამტრედიაში" ლიგამდე... არ იჩქარო... მაგარი ფორვარდი ხარ... გაცილებით უკეთესი შემოთავაზებები გექნება და საქართველოსაც გაახარებ... ლიგაზე არ ვითამაშოთ? ხომ ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები...
elgvisa
04:38 10-01-2017
0
jango xar tu bereeri ras profesorob erti .romeli pexburtis mcodne she mkevxar erti ro cer da vitom profesorob.shen ra ici pexburtelis pikri da azri da mdgomareoba .pexburteloba dzan mokle profesiaa da rac sheidzleba meti unda ishovos am bichebma radgan sehnsavit usakmurad ar dajden da ak ar gaataron dgeebi komentarebis carashi.amas pexburtelebi gaigeben danarchenebi vinca ak xart verasodes ver gaigebt gamonaklisebis garda
kkkk
22:05 08-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული