ელგუჯა ლობჯანიძე: "ლეგიას" და თბილისის "დინამოს" რუსეთის პრემიერლიგა ამიტომ ვამჯობინე

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" მოთამაშეები - ლევან გეგეჭკორი და ელგუჯა ლობჯანიძე რუსეთის პრემიერლიგის კლუბ "ორენბურგში" მოემზადებიან. შესაძლო ტრანსფერის საკითხი მალე გაირკვევა. ეს ამბავი გაგვიმხილა ქობულეთის "შუქურას" დირექტორმა რევაზ ჩელებაძემ, რომელიც რუსულ კლუბებთან კარგი კავშირებით ფეხბურთელებს ტრანსფერებში ეხმარება:

"ადრეც ვთქვი, რომ "ორენბურგში" ორივე მოემზადება. რუსულმა გუნდმა პირველი შეკრება 10-დან 22 იანვრამდე ანთალიაში დაგეგმა. გეგეჭკორი და ლობჯანიძე გუნდს პირველივე დღეს შეუერთდებიან. ორენბურგელებმა მათ 10 იანვრის რეისზე ბილეთები უკვე შეუკვეთეს".

გეგეჭკორზე ადრეც ვწერდით და მას გულშემატკივარი კარგად იცნობს. ლობჯანიძეს რაც შეეხება, ის 24 წლისაა და
კარიერა "ვიტ ჯორჯიაში" დაიწყო. ნიჭიერმა და ტანმაღალმა ფორვარდმა სპეციალისტების ყურადღება მაშინვე მიიქცია, რამდენიმე ქართული კლუბი, მათ შორის - თბილისის "დინამოც" დააინტერესა. მაგრამ საბოლოოდ, უცხოეთში გამგზავრების იმედად, ლობჯანიძე ჩელებაძესთან ქობულეთის "შუქურაში" გადავიდა, შარშან ზაფხულში კი აჭარის მთავარ გუნდში, ბათუმის "დინამოში" აღმოჩნდა.

"რუსეთის პრემიერლიგის გუნდში ჩარიცხვის პერსპექტივა ძალიან სასიამოვნოა და ამ შანსისთვის რევაზ ჩელებაძის მადლიერი ვარ. ცხადია, ჯერ სინჯებზე მივდივართ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შეკრებაზე თავს გამოვიჩენ და კონტრაქტს გამიფორმებენ", - ამბობს 24 წლის ფეხბურთელი, რომელსაც პოლონურ ვარიანტსაც სთავაზობდნენ:

"ორენბურგის" გარდა, სხვა ვარიანტებიც მქონდა. თამაში პოლონურ კლუბშიც შემომთავაზეს. მენეჯერმა მითხრა, რომ "ლეგია" იყო დაინტერესებული. ამავე დროს, მითხრეს, რომ თბილისის "დინამოში" ჩემი აყვანა გროზნისაც სურდა. თუმცა, პირადად არ მილაპარაკია.

ფაქტია, რომ ამ დროისთვის "ორენბურგთან" მოლაპარაკებები დასრულებულია და ამიტომაც ვამჯობინე რუსული ვარიანტი. იქაური პრემიერლიგა მაღალი დონის ტურნირია და ფეხბურთელს წინსვლის დიდი შანსი აქვს".

თავდამსხმელი ბათუმის "დინამოს" წლევანდელ წარმატებაზეც გველაპარაკა:

"ქობულეთის ხელოვნურ საფარზე ვარჯიში და ყოველდღე აქეთ-იქით ორსაათიან მგზავრობაში კარგი არაფერი იყო. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ამ ვითარებაში ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება ჩვეულებრივზე დიდი წარმატება იყო. მიხარია, რომ კარგ გუნდში მოვხვდი, სადაც მეგობრული გარემო დამხვდა - პრობლემების მიუხედავად, მესამე ადგილზე ამიტომაც გავედით".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ლობჟანიძეა თუ ლობჯანიძე? ჟ თუ ჯ? ეს ერთი და მეორეც, ორენბურგზე რაღაც ძალიან ღადაობთ ზოგიერთები და რუსეთის პრემიერლიგის გუნდი თქვენ საჩხერის ჩიხურა ხომ არ გგონიათ?
გიო
14:54 22-02-2017
0
რას წვალობ ნიჭიერო პატრიოტო ან რატომ აწვალებ ...?! რაღაც ""გლახუნას"" ხელწერას ჰგავს ეს.....
manchester--s
14:06 09-01-2017
0

სიახლეები პოპულარული