ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"პოგონის" მწვრთნელი: მათე ცინცაძე ისაა, ვინც გვჭირდებოდა

AutoSharing Option
პოლონური "პოგონის" მთავარმა მწვრთნელმა კაზიმეჟ მოსკალმა კლუბში ახლად გადასულ მათე ცინცაძეზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამოს" ყოფილმა ფეხბურთელმა პოლონურ კლუბთან 3.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ცინცაძე "პოგონის" გუნდში 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

-  ოფიციალურად: მათე ცინცაძე "პოგონის" ფეხბურთელი გახდა [PHOTO]

"ცინცაძეს დიდი ხანია ვაკვირდები. მის სანახავად საქართველოში კლუბის წარმომადგენლებიც გავაგზავნე. ვიცი, რომ მას ფეხბურთის თამაში ძალიან კარგად შეუძლია და ის ზუსტად ისაა, ვინც გვჭირდებოდა.

მათე ახალგაზრდაა, მაგრამ გამოცდილება არ აკლია. ის პერსპექტიული ფეხბურთელია, რომელსაც კარგ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ", - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა.