"პოგონის" მწვრთნელი: მათე ცინცაძე ისაა, ვინც გვჭირდებოდა

AutoSharing Option
პოლონური "პოგონის" მთავარმა მწვრთნელმა კაზიმეჟ მოსკალმა კლუბში ახლად გადასულ მათე ცინცაძეზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამოს" ყოფილმა ფეხბურთელმა პოლონურ კლუბთან 3.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ცინცაძე "პოგონის" გუნდში 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

-  ოფიციალურად: მათე ცინცაძე "პოგონის" ფეხბურთელი გახდა [PHOTO]

"ცინცაძეს დიდი ხანია ვაკვირდები. მის სანახავად საქართველოში კლუბის წარმომადგენლებიც გავაგზავნე. ვიცი, რომ მას ფეხბურთის თამაში ძალიან კარგად შეუძლია და ის ზუსტად ისაა, ვინც გვჭირდებოდა.

მათე ახალგაზრდაა, მაგრამ გამოცდილება არ აკლია. ის პერსპექტიული ფეხბურთელია, რომელსაც კარგ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ", - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მათე წარმატებას გისურვებ. ჩვენი საკლუბო დონიდან გამომდინარე პოგონში გადასვლა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის არაა ცუდი ტრანსფერი.თუ თავს გამოიჩენ მადვეა ბუნესლიგა გერმანიის, ისე არც ავსტრიის არის ცუდი.აბა შენი იმედი გვაქვს.
kika
15:13 05-01-2017
0
კარგია მათე რომ წახვედი ამ ჭაობიდან.წარმატებებს გისურვებ.
shako
15:12 05-01-2017
0

სიახლეები პოპულარული