ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ოფიციალურად: გიორგი ჯიქია ჯანო ანანიძის თანაგუნდელი გახდა

AutoSharing Option
ქართველი მცველი გიორგი ჯიქია მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელი გახდა. ფეხბურთელმა მოსკოველებთან ხანგრძლივი კონტრაქტი დღეს, 26 დეკემბერს გააფორმა.

"ბედნიერი ვარ, რომ "სპარტაკმა" ჩემი გაფორმება ისურვა. ვეცდები, ძირითად შემადგენლობაში ადგილი დავიმკვიდრო და კლუბს წარმატებასი დავეხმარო", - განაცხადა ჯიქიამ.

23 წლის მცველი აქამდე "ამკარის" ღირსებას იცავდა. რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჯიქიამ 16 მატჩი ჩაატარა და 1 გოლიც გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ "სპარტაკში" საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძეც თამაშობს.
ასევე დაგაინტერესებთ