"ზორიაზე" ინტერნეტით გავიგე - სანდრო კობახიძე რამდენიმე ვარიანტს განიხილავს

AutoSharing Option
გუშინ, 22 დეკემბერს, უკრაინულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ვორსკლას" ნახევარმცველ სანდრო კობახიძის შეძენა "ზორიას" სურს. ამასთან დაკავშირებით თავად კობახიძეს ვესაუბრეთ.

"ინტერნეტით გავიგე "ზორიაზე". თუ კონკრეტული შემოთავაზება იქნება, აუცილებლად განვიხილავ. ამჟამად, რამდენიმე კლუბის ვარიანტს განვიხილავ", - გვითხრა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კობახიძემ FootBoom-სთან კლუბში არსებულ ვითარებასა და თავის მომავალზე ისაუბრა. სანდროს თქმით, "ვორსკლას" დიდი დავალიანებები დაუგროვდა და სხვა გუნდში გადასვლა არ გამორიცხა.

- სანდრო კობახიძე: თუ ასე გაგრძელდა, "ვორსკლას" დატოვებაზე ვიფიქრებ
მკითხველის კომენტარები / 1 /
სანდრო გაიხარე, ნამდვილად გულშემატკივრის საყვარელი ფეხბურთელი ხარ, ყოველთვის გულით თამაშობ და ბოლომდე. იმედი მაქვს სანდრო კარგ გუნდს მოძებნის უფლის დახმარებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სანდრო ნაკრებში მარცხენა მცველად დიდად წაგვადგება.
gizog
14:05 23-12-2016
0

სიახლეები პოპულარული