ოფიციალურად: გუგა ფალავანდიშვილმა "ტორპედო" დატოვა და "ეთნიკოსში" მიდის

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი კარიერას კვიპროსულ "ეთნიკოსში" გააგრძელებს.

23 წლის ნახევარმცველმა ქუთაისურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და კარიერის გაგრძელება უცხოეთში ამჯობინა.

ჩვენი ინფორმაციით, ფალავანდიშვილი კვიპროსში ორშაბათს, 26 დეკემბერს გაემგზავრება, 1-2 დღეში კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. გუგა "ეთნიკოსში" მე-5 ქართველი იქნება. მის გარდა კლუბში ნიკა კაჭარავა, გიორგი ილურიძე, გია გრიგალავა და ნიკა ყიფიანი ირიცხებიან.

კარიერის განმავლობაში ფალავანდიშვილს "გაგრაში", "დინამოსა" და გორის "დილაში" უთამაშია, "ტორპედოში" კი გუგა ამ წლის ივლისში მივიდა და
დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული