ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გურამ კაშია: "ვიტესმა" კრიზისიდან გამოსვლის გზა იპოვა

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ gelderlander.nl-სთან საუბარში განაცხადა, რომ გუნდმა კრიზისიდან გამოსვლის გზები იპოვა.

"ეს ძალიან კარგია. ჩვენ უკან ჩამოვიტოვეთ სტრესიანი პერიოდი. დამიჯერეთ, გუნდზე მართლაც ძალიან დიდი ზეწოლა იყო.

ბოლო კვირებში ყველაფერი აირია, გუნდში გაურკვევლობა იყო. მეც არ ვიცოდი, შევინარჩუნებდი თუ არა შემადგენლობაში ადგილს.

მაგრამ ჩვენს მწვრთნელს კომპლიმენტები ეკუთვნის, ჰენკ ფრეიზერთან ბევრი ვისაუბრეთ. მწვრთნელი კარგად გაუმკლავდა კრიზისს. ამის შედეგი კი "ზვოლესთან" კარგი თამაში იყო.

რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად ჯერ არ არის, მაგრამ ჩვენ ვიპოვეთ გამოსავალი".
ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ