ფანჯრის გახსნის მოლოდინში - რატომ მიდის ლაშა დვალი "შლიონსკიდან"?

AutoSharing Option
პოლონური მედია ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, ზამთარში "შლიონსკის" რიგები საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა დატოვოს.

არადა, დვალი ამ გუნდს ძალიან კარგად მოერგო, მაგრამ პოლონელებსაც უნდა გავუგოთ. ვროცლავში ბევრი ფული არ აქვთ და თუ რეალური მყიდველი გამოჩნდა, სარფიან გარიგებაზე უარს ვერ იტყვიან.

ცოტა ხნის წინ პოლონურ პრესაში დაიწერა, რომ დვალის შეძენით, თითქოს, ამსტერდამის "აიაქსია" დაინტერესებული. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

დვალი 21 წლისაა და ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, საზღვარგარეთ თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს "სკონტოს", "ქასიმფაშას" და "დუისბურგის"
ღირსებას იცავდა. ერთი ხანობა კი კონტრაქტით ინგლისური "რედინგის" საკუთრება იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ურალში ან კამაზში არ აღმოჩნდეს თორემ ღმერთმა ხელი მოუმართოს!აიაქსში კია არა მადრიდში ან ბარსელონაში გადასულიყოს!აღარ მჯერა უკვე ამ ჭორების,ამათთვის რომ დაგვეჯერებინა აქამდე ჩვენი "ოქროს ბიჭები" ბუნდესლიგას ,პრიმერას პრემიერლიგას,სერია ა ს უნდა ანგრევდნენ,მარა კი ვიცით სადაც არიან! ძალიან სამწუხაროა ,ძალიან ჩამოვრჩით ფეხბურთში მსოფლიო დონეს და ამის შესაბამისი შედეგებიც გვაქვს!
ლევანი
12:53 09-12-2016
0

სიახლეები პოპულარული