ლეგიონი: ქართული დერბი რუსეთში და სხირტლაძის საგოლე პასი

AutoSharing Option
5 დეკემბერს რუსეთსა და დანიაში ქართველი ლეგიონერების გუნდებმა ითამაშეს.

რუსეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში ორი ქართული დერბი უნდა შემდგარიყო, მაგრამ მხოლოდ ერთი გამოვიდა - თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარმა" გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვს" უმასპინძლა. მატჩი 1:1 დასრულდა. ლორიამ 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, ოქრიაშვილი კი თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო და ამჯერად თავი ვერაფრით გამოიჩინა.

"სპარტაკისა" და "რუბინის" მოსკოვურ მატჩში, რომელიც მასპინძელმა 2:1 მოიგო, მეტოქეთა შორის სათადარიგონი იყვნენ ჯანო ანანიძე და საბა კვირკველია.

რუსეთის პრემიერლიგას 40 ქულით "სპარტაკი" ლიდერობს.

* * *
დანიის
ჩემპიონატში "სილკებორგი" შინ "სონდერისკეს" დაუზავდა - 1:1. დავით სხირტლაძემ 80 წუთი ითამაშა მასპინძელთა რიგებში და საგოლე პასი მიითვალა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
beso პასს აძლევდნენ?
Giorgi
13:00 06-12-2016
0
აბა ცაშI რო აიყვანეთ ოქრიაშვილი სეზონში ერთი გოლის გამო რას აკეთებს დანარჩენ თამაშებში? ვუყურე მაგ თAმაშს და ბურთს ვერ აჩერებდა ნორმალურად და ორ პასს ზედიზედ ვერ აკეთებდა.რავი ძაან დაბალი დონის თამაშს აჩვენებს
beso
12:21 06-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული