Ynet: კანადელი მილიარდერი შოთა არველაძეს 900-ათასევროიან კონტრაქტს შეუწყვეტს

AutoSharing Option
შოთა არველაძის "მაკაბი", ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი კრიზისშია. ებრაული მედიის ცნობით, ქართველი მწვრთნელის მოხსნა მხოლოდ დროის ამბავია.

ბოლოს "მაკაბიმ" აუტსაიდერ "აშკელონს" ვერ მოუგო და ახლა ისრაელის ჩემპიონატში "ბეერ შევას" უკვე 10 ქულით ჩამორჩება. მატჩის შემდეგ არველაძეს "მაკაბის" ფანებმა ობსტრუქცია მოუწყვეს, ისინი ჩვენებურის დაუყოვნებლივ მოხსნას ითხოვდნენ.

გულშემატკივრებმა შოთა არველაძეს ობსტრუქცია მოუწყვეს [VIDEO]

ბოლო 8 თამაშში ქართველი სპეციალისტის გუნდმა მხოლოდ ერთი მოიგო და 8-დან 6 თამაშში გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ებრაული მედიის ვარაუდით, შოთა არველაძეს ევროპალიგის მატჩის მერე მოხსნიან.

Ynet წერდა, რომ არველაძეს
უახლოეს საათებში მოხსნიან, უბრალოდ, ისრაელში გუნდის მფლობელის ჩამოსვლას ელოდნენ.

"მაკაბის" მფლობელი კანადელი მილიარდერი მიჩ გოლდჰარია. Ynet-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, მისი განკარგულებით, ისრაელში ჩაფრინდა გოლდჰარის წარმომადგენელი ჯეკ ანგლიდისი. ხუთშაბათს "დანდალკთან" თამაშისთვის თავად კლუბის მფლობელს ელიან. გადაწყვეტილია, რომ ევროპალიგის მატჩში "მაკაბის" ისევ არველაძე გაიყვანს მინდორზე.

ანგლიდისის მისიაა, კლუბში არსებული კრიზისი შეისწავლოს და მოახსენოს მფლობელს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. შესაძლოა, არველაძე კიდევ რამდენიმე კვირით დარჩეს მწვრთნელად, თუმცა, თუ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ მიიღებენ, შოთას დროებით პატრიკ ვან ლეუვენი ჩაანაცვლებს.

ხორდი კრუიფმა განაცხადა, რომ იანვარში "მაკაბის" "რევოლუცია" ელის, თუმცა ჰოლანდიელს სეზონის ბოლოს უსრულდება კონტრაქტი და ებრაული მედიის ცნობით, მისი ნდობის მანდატიც ამოიწურა, სერიოზული თანხის ინვესტიციის მიუხედავად, "მაკაბი" წარუმატებელია. ასე რომ, კრუიფს აღარ გაუგრძელებენ კონტრაქტს სპორტული დირექტორის პოზიციაზე.

Ynet წერს, რომ არველაძეს 900-ათასევროიანი კონტრაქტი აქვს ამ სეზონში და კლუბის მეპატრონე ამ კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე გამოიტანს საბოლოო განაჩენს ადგილზე.
მკითხველის კომენტარები / 7 /
შედეგი მხოლოდ კაისერიში ჰქონდა...
Zaza
14:26 06-12-2016
0
როგორც ფეხბურთელს არაფერი დაეწუნებოდა, მაგრამ სადაც არ მივიდა მწვრთნელად, შედეგი ვერსად აჩვენა, ბოლო 2 ტურში ბოლო და ბოლოსწინა ადგილოსანთან 1 ქულა აიღო და გოლიც ვერ გაიტანა, მაკაბი კი ისრაელის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. გასაშვებია სამწუხაროდ.
dato
11:13 06-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული