ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

U16. ნიკა ქუთათელაძის გოლი, 2 საგოლე გადაცემა და გამომუშავებული პენალტი პსჟ-ში [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 4 დეკემბერს, ფრანგული პსჟ-ს 16-წლამდელთა გუნდმა ამხანაგური მატჩი გამართა "ფონტაინებლუსთან" და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა - 8:0.

მართალია, ნიკა ქუთათელაძე პარიზული გუნდის ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა, მაგრამ ქართველი ფორვარდი მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა და დარჩენილი 45 წუთი თავის გამოსაჩენად ეყო. ქუთათელაძემ გოლი გაიტანა, ორი საგოლე გადაცემა მიითვალა და პენალტი გამოიმუშავა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
15 წლის ფორვარდისთვის ეს პსჟ-ში უკვე მე-8 გოლი იყო, საგოლე გადაცემები კი ნიკას 6 დაუგროვდა.