U16. ნიკა ქუთათელაძის გოლი, 2 საგოლე გადაცემა და გამომუშავებული პენალტი პსჟ-ში [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 4 დეკემბერს, ფრანგული პსჟ-ს 16-წლამდელთა გუნდმა ამხანაგური მატჩი გამართა "ფონტაინებლუსთან" და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა - 8:0.

მართალია, ნიკა ქუთათელაძე პარიზული გუნდის ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა, მაგრამ ქართველი ფორვარდი მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა და დარჩენილი 45 წუთი თავის გამოსაჩენად ეყო. ქუთათელაძემ გოლი გაიტანა, ორი საგოლე გადაცემა მიითვალა და პენალტი გამოიმუშავა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
15 წლის ფორვარდისთვის ეს პსჟ-ში უკვე მე-8 გოლი იყო, საგოლე გადაცემები კი ნიკას 6 დაუგროვდა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგი რა რეზო,ბავშვი ნაღდი იბრაჰიმოვიჩია,ვარსკვლავი გვეზრდება,ვინებს ადარებ? მაგისნაირს საქართველოში რა უნდა? თუ არიან და ჰა ბურთი და მოედანი და წავიდნენ აბა?რო იყონ მაგრები ხო იცი რომ წაიყვანდნენ აქამდე,არ დატოვებდნენ.რა გინდა თქვა რომ ჟურნალისტი ფულს იღებს? რა გვეშველება-სომხებმა გვაჯობეს რა ყველაფერში-აქ სულ შური და ბოღმაა რა.
Rezos
16:37 05-12-2016
0
ასეთ პატარა ბიჭზე გადაჭარბებული მგონია ამხელა აჟიოტაჟი,თან ყველა სპეციალისტი აღნიშნავს რომ საქმე არ გვაქვს დიდ ტალანტთან,ტალანტები გუშინ იყო თუ უყურეთ ფინალებს-2000 და 2001 წლიანებში მაგრამ არავინ წერთ ამაზე თუ ინტერესი არ გაქვთ ალბათ.ამ ბიჭს ღმერთმა ხელი მოუმართოს მაგრამ სტატიების დამკვეთიც და ჟურნალისტიც დათვურ სამსახურს უწევთ მერწმუნეთ
Rezo
15:43 05-12-2016
0

სიახლეები პოპულარული