როგორც იბრაჰიმოვიჩი - ფრანგებმა ნიკა ქუთათელაძის გოლი ზლატანისას შეადარეს

AutoSharing Option
ფრანგულმა საიტმა lestitisdupsg.fr პსჟ-ს და "სარსელესის" 16-წლამდელთა გუნდების თამაშს ვრცელი სტატია მიუძღვნა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეხვედრაში პსჟ-მ ანგარიშით 7:1 იმარჯვა, ნიკა ქუთათელაძემ კი პოკერი გაიფორმა.

- U16. ნიკა ქუთათელაძემ პსჟ-ში პოკერი შეასრულა [VIDEO]

საინტერესოა სტატიის სათაურიც: "მანქანამ მოძრაობა დაიწყო... და ნიკა ქუთათელაძემაც!"

"... ამ დროს ნიკა ქუთათელაძის დროც მოვიდა, რომელმაც ნამდვილი შოუ დადგა. ქერა გოლეადორმა სხვაობა ორამდე მატჩის მე-20 წუთზე გაზარდა. თუ ვინმემ ამ გოლის ნახვა ვერ მოასწრო, არაა პრობლემა, რადგან ზუსტად 2 წუთში დაახლოებით იგივენაირი გოლი გავიდა.

მეორე ტაიმში
ქუთათელაძემ კიდევ ორი გაიტანა - ჯერ იყო და 63-ე წუთზე შეაგდო, შემდეგ კი, 82-ე წუთზე ნიკას ბურთი თავით დაუგდეს, მანაც დაუმუშავებლად ზლატან იბრაჰიმოვიჩის სტილში ლამაზი გოლი გაიტანა. შესანიშნავია!", - წერს საიტი ქართველ ფორვარდზე.
მკითხველის კომენტარები / 2 /
Sul gaagijebt am bichs.jer arafrit ar gamoircheva da ra tvini caiget.aseti da uketesu golebi gadis Tbilishic da ratom ar debt saitze?
Edika
20:31 03-12-2016
0
Gmertma xeli moumartos,magram cota uxerxuli xom ar aris ibrahimovichtan shedareba? Bodishi yvelastan,magram verc ert golze ver vityvi, gansakutrebuli iyo tqo
giorgi
13:43 03-12-2016
0

სიახლეები პოპულარული