დღეს, 27 ნოემბერს, პსჟ-ს 16-წლამდელთა გუნდში პირველი პოკერი გაიფორმა ქართველმა ფორვარდმა ნიკა ქუთათელაძემ. პსჟ "სარსელესს" დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 7:1 გაანადგურა.
ქუთათელაძე გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო მოედანზე და 81 წუთი დაყო. 4 გატანილ გოლთან ერთად, 15 წლის ქართველმა 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ქუთათელაძე დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ ქუთათელაძე პსჟ-ში ამ წლის ზაფხულს გადაბარგდა. მის ანგარიშზე 7 ჩატარებულ შეხვედრაში უკვე 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
- მეცინებოდა... მაინც საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ-მეთქი! - პსჟ-ს ფორვარდის ამბავი