დავით ხოჭოლავა: თუ კარგი ევროპული ვარიანტი მექნება, რუსეთში არ წავალ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ოდესის "ჩერნომორეცის" მცველმა დავით ხოჭოლავამ Sportall.ge-სთან მის მიმართ რუსული კლუბების დაინტერესებაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ გაზეთ "ლელოს" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხოჭოლავათი რამდენიმე რუსული კლუბი ინტერესდება, ერთ-ერთი კი "ამკარია".

- დავით ხოჭოლავათი "ამკარი" და სხვა რუსული კლუბები ინტერესდებიან

"რამდენიმე რუსული კლუბი ჩემით ნამდვილად ინტერესდება, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრამდე საკმაო დროა და ამაზე ჯერ არ ვფიქრობ - მთლიანად "ჩერნომორეცზე" ვარ კონცენტრირებული. სეზონი როგორც კი დასრულდება, დავჯდები ოჯახთან ერთად და ჩემს მომავალს განვიხილავ. სწორედ ოჯახთან საუბრის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, წავალ
სადმე სხვაგან თუ აქ დავრჩები.

ევროპული კლუბებიდან დაინტერესება? ასე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. კი, დამირეკეს და მითხრეს, ევროპული ვარიანტიც არისო, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ. თუ კარგი ევროპული ვარიანტი მექნება, რუსეთში არ წავალ", - გვითხრა ხოჭოლავამ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
თუ კარგი ევროპული ვარიანტი კი არა ნებისმიერ ევროპულ ვარიანტზე წადი.
anti
20:25 28-10-2016
0
ჭკვიანი ბიჭი! წარმატებული იყავი, რა, გთხოვ..
ქუთაისელი
15:22 28-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული