ლეგიონი გუშინ: არის გიორგი ქვილითაიას გოლი! [VIDEO]

AutoSharing Option
ავსტრიის თასის გათამაშების მეოთხედფინალში გავიდა ვენის "რაპიდი", რომელმაც გასვლაზე 4:0 გაანადგურა "ლინცი".

33-ე წუთზე დედაქალაქურ გუნდში თავი საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ გამოიჩინა. ეს მისი პირველი გოლია "რაპიდის" მაისურით. ქვილითაიამ 90 წუთი ითამაშა და თავის გოლამდე თანაგუნდელსაც გაატანინა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იტალიის სერია A-ს მატჩში "ნაპოლიმ" შინ 2:0 მოუგო "ემპოლის". საქართველოს ნაკრების შემტევი ლევან მჭედლიძე სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 67 წუთი გაატარა.

უნგრეთის თასის გათამაშების 1/32-ფინალში "დიოშდიორმა" სტუმრად 1:0 მოუგო "სალგოტარიანს" და შემდგომ ეტაპზე გავიდა. გამარჯვებულთა შორის ძირითადში იყო
საქართველოს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი.

რუსეთის თასის მეოთხედფინალშია "რუბინი". საბა კვირკველიას გარეშე ყაზანელებმა შინ დამატებით დროშიღა გატეხეს ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" წინააღმდეგობა.

ამავე ეტაპზე, "ურალმა" გასვლით მატჩში პენალტების სერიაში აჯობა პერმის "ამკარს". გიორგი ჭანტურიამ მატჩი სრულად ჩაატარა და 11-მეტრიანების სერიაშიც გამოიჩინა თავი. მასპინძელთა შორის 119 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო გიორგი ჯიქიამ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უკრაინის თასის 1/4-ფინალში გავიდა სანდრო კობახიძის "ვორსკლა", რომელმაც სტუმრად 1:0 მოუგო "ვერესს". კობახიძე 68-ე წუთზე შეცვალეს.

კიევის "დინამომ" შანსი არ დაუტოვა ლუგანსკის "ზორიას" - 5:2. წაგებულთა შორის 72 წუთი ითამაშა ჯაბა ლიპარტიამ.

ჰოლანდიის თასის 1/8-ფინალშია არნემის "ვიტესი", რომელმაც შინ 4:1 მოუგო "ვალვაიკს". 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო გურამ კაშიამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქვილითაიამ კარგია რო გაიტანა,მაგარ გუნდშია მოხვედრილი სადაც ყველაფერს სწორად აკეთებენ,იმედია რაპიდში სისტემატურად ითამაშებს და ასეთ შემთხვევაში კიდევ ბევრს გაიტანს,ნკრებისთვისაც საჭირო ფეხბურთელი გახდება თანდათან.უნდა იშრომოს და რაპიდის ძირითადი ფეხბურთელი გახდეს.
bebeto
16:19 27-10-2016
0

სიახლეები პოპულარული