თორნიკე ოქრიაშვილი: ფინალში უნდა გავიდეთ და თასი მოვიგოთ!

AutoSharing Option
27 ოქტომბერს რუსეთის თასის 1/8-ფინალური ეტაპის დარჩენილი შეხვედრები გაიმართება. თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი" "ორენბურგს" უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა მოახლოებულ შეხვედრაზე კლუბის პრესსამსახურთან ისაუბრა.

"აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. თასზე ძალიან გაგვიმართლა - მოსკოვის "სპარტაკი" და ცსკა ტურნირს უკვე გამოეთიშნენ, ასე რომ ფინალში უნდა გავიდეთ და თასი მოვიგოთ.

საერთოდ, შეხვედრებს ერთმანეთისგან არ ვარჩევთ - ყველა მატჩში მოედანზე მოსაგებად გავდივართ. მით უმეტეს, "ორენბურგს" საკუთარ მოედანზე ჩვენი გულშემატკივრის წინაშე ვეთამაშებით. ვალდებულნი ვართ, 1/4-ფინალში გავიდეთ", - განაცხადა ოქრიაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული