ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლეგიონი. ლევან მჭედლიძემ "ნაპოლისთან" 67 წუთი ითამაშა

AutoSharing Option
26 ოქტომბერს იტალიის სერია A-ს მე-10 ტურის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა.

ლევან მჭედლიძის "ემპოლი" "ნაპოლის" ესტუმრა და ანგარიშით 2:0 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო. მწვრთნელმა მჭედლიძე მოედნიდან მატჩის 67-ე წუთზე გაიყვანა.

10 ტურის შემდეგ "ემპოლი" 6 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.