francebleu.fr: "სხვა" კანკავა - მშვიდი, დარწმუნებული, უშეცდომო...

AutoSharing Option
ჯაბა კანკავამ ამ სეზონში "რეიმსის" პირველ გუნდში პირველად ითამაშა. მან 90 წუთი დაჰყო მოედანზე "ლანსთან" საგარეო მატჩში - 1:1.

francebleu.fr-მა 10-ბალიანი სისტემით ქართველ ნახევარმცველს 7 ბალი დაუწერა: "მატჩის მთავარი სიურპრიზი. ეს იყო კანკავას პირველი მატჩი სეზონში. მან ძალიან ბევრი დუელი მოიგო, ისეთებიც, რომლებიც თავიდან თითქოს, წაგებული ჩანდა.

მაგრამ მან გვიჩვენა თავი განსხვავებული კუთხითაც, მშვიდი, დარწმუნებული თამაში, მუდამ სწორ პოზიციაზე, თითქმის უშეცდომოდ. შარშან კი მას პრობლემები ჰქონდა მსაჯებთან ხისტი თამაშის გამო".

ამავე გამოცემის "ტვიტერის" გვერდზე მიმდინარეობს გამოკითხვა, თუ ვინ იყო "რეიმსის"
საუკეთესო ფეხბურთელი "ლანსთან" შეხვედრაში. ხმების 57%-ით ჯაბა პირველ ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები ჯაბა
0
ყოჩაღ ჯაბა!...დარწმუნებული ვარ ნებისმიერ საქმეს გულმოდგინებით აკეთებ და სულ პატიოსნებისა და ვაჟკაცობის განსახიერება იქნები.
murtalo
23:47 24-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული