ლეგიონი გუშინ: ოთარ კაკაბაძის გოლი და დავით სხირტლაძის გაძევება

AutoSharing Option
ესპანეთის თასის გათამაშების 1/32-ფინალში ტარაგონას "ხიმნასტიკმა" სტუმრად პენალტების სერიაში დაამარცხა "რაიო ვალეკანო" და შემდგომ ეტაპზე გავიდა.

ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ (1:1) დასრულდა. პენალტების სერიაში კი უფრო ზუსტნი კატალონიელები აღმოჩნდნენ. "ხიმნასტიკში" მოთამაშე საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ მატჩი სრულად ჩაატარა, პენალტების სერიაში გოლითაც გამოიჩინა თავი და გუნდის წინსვლაში საკუთარი წვლილიც შეიტანა.

ესპანეთის თასის ამავე ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული ლადო მოხევიშვილის გარეშე მოთამაშე "ალბასეტე" გასვლაზე 1:2 დამარცხდა "ლეონესასთან".

* * *
დანიის თასზე კი დავით სხირტლაძის "სილკებორგმა" მხოლოდ დამატებით დროში გატეხა
ქვედალიგელი "სკივეს" წინააღმდეგობა - 3:1 (ძირითადი დრო 1:1).

საქართველოს ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა, სამწუხაროდ, 89-ე წუთზე მან წითელი ბარათი მიიღო და სკამზე გადაინაცვლა.

თითქოს ამას ელოდაო, სტუმარმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა, ხოლო მერე კიდევ ორი გოლი შეაგდო და შემდგომ ეტაპზეც გავიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული