ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მწვრთნელი: "სპორტინგთან" მატჩამდე ვაკოს 4 მატჩი ვნახე და არ ვიცოდი, რაში გამომეყენებინა

AutoSharing Option
ვარშავის "ლეგიას" მთავარმა მწვრთნელმა იაცეკ მაგერამ გუნდის ქართველ ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ყაზაიშვილი, რომელსაც პოლონური მედია და პოლონელი ექსპერტები "ლეგიას" ყველაზე საინტერესო და კარგ ტრანსფერად თვლიდნენ, გუნდის შემადგენლობაში ვერ ხვდება, ჩემპიონთა ლიგაზე "სპორტინგის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში კი საერთოდ, 18-კაციან განაცხადს მიღმა დარჩა.

"ლეგიაში" ყოფნის პერიოდში ვაკომ, ჯამში, მოედანზე მხოლოდ 66 წუთი გაატარა.

"ვაკო ჩვენთან ერთად პორტუგალიაში იყო. რატომ დარჩა განაცხადს მიღმა? "სპორტინგთან" მატჩამდე DVD-ზე მისი 4 მატჩი ვნახე, მაგრამ ვერ მოვიფიქრე, რაში გამომეყენებინა ის.

გუნდის მოსამზადებლად მცირე დრო
მქონდა, ამიტომ სამშაბათს ისინი დავაყენე შემადგენლობაში, ვისზეც ვიცოდი, რას შესძენდნენ გუნდს.

ვაკო ძალიან კარგი და ნიჭით აღსავსე ფეხბურთელია. ცხადია, უახლოეს მატჩებში ის გუნდს ძალიან გამოადგება. მას ხუთშაბათს ვესაუბრე. ავუხსენი, თუ როგორ იმედს ვამყარებ მასზე და ვკითხე, თუ რა პოზიციაზე ურჩევნია თამაში.

ჩემი აზრით, ვაკოს მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაში. ვნახოთ, რა იქნება - მოთმინებაა საჭირო.

ის ახალგაზრდაა და სწორი მიმართულებით მიდის. ლისაბონში სადილის დროს ვნახე, გუნდელებს ესაუბრებოდა და ეხუმრებოდა. ახლა ის ეროვნულ ნაკრებში მიდის, ასე რომ, ისევ არ იქნება ჩვენთან, მაგრამ დაბრუნებისთანავე მძიმე სამუშაო უნდა იტვირთოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხვდება ძირითად შემადგენლობაში", - ციტირებს მწვრთნელს Sport.pl.
ასევე დაგაინტერესებთ