ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ალმათის "ქაირათმა" კახა ცხადაძეს კონტრაქტი 3 წლით გაუხანგრძლივა

AutoSharing Option
29 სექტემბერს, ალმათის "ქაირათმა" 3 წლით გაუგრძელა ხელშეკრულება საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, კახა ცხადაძეს, რომელთანაც მოქმედი კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს ეწურება.

"ქაირათის" მესვეურთა გადაწყვეტილება გასაკვირი სულაც არ არის, რადგან იმ დროს, როცა გუნდში ცხადაძე-ჩიხრაძის დუეტი მივიდა, ალმათელთა სატურნირო მდგომარეობა ერთობ არასახარბიელო იყო, დღეს კი გუნდი მეორე ადგილზეა და ლიდერ "ასტანას" ჩემპიონის ტიტულს ეცილება.

გარდა ამისა, ცხადაძის თავკაცობით "ქაირათმა" ითამაშა ევროპალიგაზეც, სადაც შოთა არველაძის "მაკაბისთან" (თელ-ავივი) ორრაუნდიან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ