ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

აქ კარგად მექცევიან - ლადო მოხევიშვილმა "ალბასეტესთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
ესპანური "ალბასეტეს" 20 წლის ნახევარმცველმა ლადო მოხევიშვილმა კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ საფრანგეთთან მოახლოებული ამხანაგური მატჩისთვის მოხევიშვილი ნაკრებში იხმო.

ესპანურ კლუბთან გაფორმებულ ახალ კონტრაქტთან და ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით ფეხბურთელმა კომენტარი Sportall.ge-სთან გააკეთა.

"მოქმედი კონტრაქტი "ალბასეტესთან" ამ სეზონში მეწურებოდა. ამიტომ ახალ 3-წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ახალი კონტრაქტის გაფორმებით ბედნიერი ვარ - "ალბასეტე" საკმაოდ კარგი გუნდია და მეც თავს კარგად ვგრძნობ, აქ კარგად მექცევიან.

რაც შეეხება ნაკრებში გამოძახებას, მახარებს ის ფაქტი, რომ
ჩემი ქვეყნის ნაკრების დახმარებას შევძლებ", - გვითხრა მოხევიშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ