თემურ ქეცბაია: დავივიწყოთ "ირაკლისი" და "ოლიმპიაკოსზე" ვიფიქროთ

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიას აეკ-მა საბერძნეთის ჩემპიონატში პირველი ქულები დაკარგა, როცა შინ მოულოდნელად, "ირაკლისს" დაუზავდა - 0:0.

თამაშის შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა sdna.gr-ს შემდეგი განუცხადა:

"ირაკლისთან" თამაშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იოლი მატჩები არ არის. ახლა ჩვენ ეს წარუმატებლობა აუცილებლად უნდა დავივიწყოთ და "ოლიმპიაკოსთან" დაპირისპირებაზე ვიფიქროთ.

დერბისთვის ძალიან უნდა გავაუმჯობესოთ თამაშის ხარისხი, თუ გვსურს რომ პოზიტიური შედეგით დავასრულოთ მატჩი".

აეკ-ი 7 ქულით ლიდერობს, "ოლიმპიაკოსს" 6 ქულა აქვს. მათი დაპირისპირება პირეოსში კვირას, 2 ოქტომბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ქეცბაია 2009 წელს "ოლიმპიაკოსის" თავკაცი იყო, მაგრამ
მალევე გაათავისუფლეს ისე, რომ მის გუნდს გოლიც კი არ გაუშვია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქეცბა მაგარია
temo
10:31 29-09-2016
0
შარშან ხო მოუგო თვის ყოფილ გუნდს ანორთოსისს აპოელით წელს მეორე ყოფილ გუნდს ოლიმპიაკოსს უნდა მოუგოს აეკით და უნდა გამოაღებინო დაუმსახურებლად გამოშვების გამო 7 წლის წინ. წარმატებები ქეცბას
saba
18:29 28-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული