"ლეგიას" ახალმა მწვრთნელმა ვაკო ყაზაიშვილი 18-კაციან განაცხადს მიღმა დატოვა

AutoSharing Option
ვარშავის "ლეგიას" ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში გუნდის 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა.

"ლეგია", რომელიც პირველ ტურში დორტმუნდის "ბორუსიასთან" საკუთარ მოედანზე ანგარიშით 0:6 განადგურდა, დღეს ლისაბონის "სპორტინგს" სტუმრობს. კლუბის ოფიციალურმა საიტმა "სპორტინგთან" მატჩისთვის 18-კაციანი შემადგენლობა გამოაქვეყნა, სადაც ყაზაიშვილი შეყვანილი არაა.

"ლეგიასა" და "სპორტინგის" დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 19 /
რომ ვამბობდი ამის გადასვლა ლეგიაში იქნებოდა რეგრესითქვა ახდა კიდეც ჯერ 1 პოლონეთის ჩემპიონატი არის საკმაოზე სუსტი 20-ს მიღმა ევროპულ ჩემპიონატებში უეფას კოეფიციენტთა მიხედვით და ამ ჩემპიონატში მისი საფეხბურთო მონაცემები ვერაფრით ვერ გაიზრდება ამას ჯობდა ჰოლანდიის თუნდაც აუტსაიდერ კლუბებში გადასულიყო დროებით, და არ არის ის არგუმენტი რომ ლეგია ლიგაზე გამოდის და ამის გამო წინგადადგმულ ნაბიჯათ ამას ფეხბურთის ოდნავ მცოდნე არავინ არ შეაფასებდა დადებითად ჰოლანდიიდან წარმატებული ფეხბურთელი პოლონეთში არავინ არ გადადის რაზეა ლაპარაკი და ეს კარგადაც გამოჩნდა ფორმა აშკარად მოკლებული აქვს ვაკოს ამას სათამაშო დროს ნაკლებობაც დაემატა და საფიქრალი გაუჩინა ნაკრებს ბრიტანული ტურნესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანო ოქრი და ვაკო სათამაშო სრულ კონდიციებში შეხვდნენ მაგრამ ვაკოს დღევანდელი ფორმა იმედის მომცემი ნამდვილად არ არის.
azurini
15:53 28-09-2016
0
ქართველები არ ვუყვარვართ:))) 10 ქავით მაღლა თუ დავდგებით იძულებული იქნებიან გვათამაშონ:)))
შოკირებული გულშემატკივარი
15:36 28-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული