ჯანო ანანიძე რუსეთის პრემიერლიგის VIII ტურის ანტისიმბოლურში მოხვდა

AutoSharing Option
საიტმა soccer.ru-მ ჯანო ანანიძე რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურის ანტისიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

წინა ტურებისგან განსხვავებით, ჯანოსა და მისი "სპარტაკისთვის" ბოლო ტური წარუმატებელი გამოდგა - მოსკოველებმა საკუთარ მოედანზე "უფასთან" 0:1 წააგეს. ანანიძემ შეუცვლელად ითამაშა და თავის გუნდს ვერაფრით დაეხმარა, soccer.ru-მ კი "სპარტაკის" მარცხში ლამის მთავარ დამნაშავედ ქართველი გამოიყვანა.

"ანანიძე მოქმედებდა "ტრეკვარტისტის" პოზიციაზე - შემტევი ცენტრალური ნახევარმცველის ადგილზე და მის თამაშზე დიდად იყო დამოკიდებული, მოახერხებდა თუ არა "სპარტაკი" ამ მატჩში "უფას" მასირებული დაცვის ცხრაკლიტულისთვის გასაღების მორგებას.

ჯანომ
ვერ შემოგვთავაზა არაორდინალური სვლები - ის ვერ ლახავდა ზღუდეებს და პასებს ფლანგზე აკეთებდა. ეს მაშინ, როდესაც მისგან გენიალურ გადაცემებსა და ბურთით გარღვევებს ელოდნენ", - წერს გამოცემა, რომელმაც, სხვათა შორის, ტურის ანტისიმბოლური ნაკრების მწვრთნელად "სპარტაკის" თავკაცი მასიმო კარერა დაასახელა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
წადი ჯანო ევროპაში..მაგ ღრუსებში რა დაგრჩენია?
0
თამაშს ვუყურე არადა ყველაზე აქტიური სპარტაკის რიგებში ჯანო იყოო ))))
beqa
17:34 28-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული