"გოლის შემდეგ მშობლებთან მივირბინე და მამას დაბადების დღე ქართულად მივულოცე"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულმა ვაკო გვილიამ, რომელმაც ბელორუსის ჩემპიონატის მორიგ ტურში გოლი გაიტანა, ბორისოვის ბატე-ს პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ გვილიას ბატე-მ "ნაფტანს" 4:1 მოუგო. გვილიამ მე-19 წუთზე ანგარიში 2:0 გახადა. ის 51-ე წუთზე შეცვალეს.

"მატჩის დაწყებიდანვე მეტოქეს სწრაფი ტემპი შევთავაზეთ. ამან სწრაფი გოლი განაპირობა, შემდეგ კი უპირატესობა სრულად ვიგდეთ ხელთ. პირველი ტაიმი ბრწყინვალედ ჩავატარეთ. გატანილი სამი გოლის გარდა, კიდევ არაერთი მომენტის შექმნა მოვახერხეთ. მიხარია, რომ ყველაფერი კარგად გამოგვივიდა.

ძალიან მსურდა გოლის გატანა, რადგან მამას დაბადების დღე იყო. დედასთან ერთად
ბელორუსში ჩამოვიდნენ და თამაშს დაესწრნენ. გატანილი გოლის შემდეგ სწორედ მშობლებთან გავიქეცი. სპეციალური მაისურიც მეცვა და მამას დაბადების დღე ქართულად მივულოცე", - განაცხადა გვილიამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული