ლეგიონი: დავით სხირტლაძემ დანიაში დუბლი გაიფორმა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დანიური "სილკებორგის" ფორვარდმა დავით სხირტლაძემ 25 სექტემბერს დანიის სუპერლიგის მე-11 ტურში დუბლი გაიფორმა.

სხირტლაძის "სილკებორგმა" მორიგ ტურში "ოლბორგს" უმასპინძლა და ანგარიშით 5:3 დაამარცხა. ქართველმა შემტევმა, რომელიც მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, მატჩის მე-9 წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა, 51-ეზე კი ანგარიში 3:1 გახადა. მთავარმა მწვრთნელმა სხირტლაძე მოედნიდან 65-ე წუთზე გაიყვანა.

ამ გამარჯვებით "სილკებორგს" 14 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-12-ეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული