ისევ განაცხადს მიღმა - საბა კვირკველიას რუსეთის ჩემპიონატში შანსი არ ეძლევა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების და ყაზანის "რუბინის" მცველი საბა კვირკველია კვლავ რუსული კლუბის განაცხადს მიღმა დარჩა.

ყაზანელები რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში დღეს "ტომს" მასპინძლობენ, კვირკველია კი განაცხადშიც არაა შეყვანილი. კვირკველიამ, რომელიც სეზონის დაწყებიდან გუნდის განაცხადში ვერ ხვდებოდა, ამ სეზონში პირველი მატჩი 22 სექტემბერს "ჩიტასთან" რუსეთის თასის 1/16-ფინალურ მატჩში ჩაატარა. ამ შეხვედრაში მან მოედანზე 90 წუთი დაყო და თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა, ხოლო "რუბინმა" მინიმალური ანგარიშით იმარჯვა და 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა.

რუსეთის ჩემპიონატში კი კვირკველიას ამ სეზონში ჯერ არ უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მარტო ფული არ ყოფილა ხომ?! რომ გარბიან რუსეთში და "შახის" კარებზე ტინკიცობენ...
ბასილი
12:54 27-09-2016
0
რა უნდათ ამ დიდახოდილებს რას გადაგეკიდნენ, უკეთესი ვინყავს ამ რუბინს ერთი დაცვაში...
ლევან
21:34 26-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული