ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ბექა ვაჩიბერაძე: ან "ბეტისის" პირველ გუნდში გადამიყვანონ, ან წავალ

AutoSharing Option
გასულ სეზონში ესპანურმა "ბეტისმა" 2+1-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა ბექა ვაჩიბერაძეს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.

ბექამ ახალი სეზონიც "ბეტისის" სარეზერვო გუნდში დაიწყო, სადაც 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა, მაგრამ მას ეს მდგომარეობა არ აკმაყოფილებს:

"ჩემი გადაწყვეტილება ასეთია - ან პირველ გუნდში უნდა გადამიყვანონ, ან სხვაგან წავალ. ვიცი, რომ ჩემით სხვა გუნდებიც არიან დაინტერესებულნი. უკვე მოვიდა დრო, რომ პირველ გუნდში გადამიყვანონ", - განაცხადა ვაჩიბერაძემ, რომელსაც უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში აქვს ნათამაშები.