კახა ცხადაძე: რაც "ქაირათში" ვმუშაობ, ასე არასდროს გაგვჭირვებია

AutoSharing Option
ყაზახეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე კახა ცხადაძის "ქაირათი" მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება ლიდერ "ასტანას". აღსანიშნავია, რომ დარჩენილი შეხვედრებიდან "ქაირათს" ერთი სწორედ "ასტანასთან" აქვს, თან შინ.

ბოლო ტურში ალმათელებმა სტუმრად "აქტიობე" 1:0 დაამარცხეს. აი, რა თქვა მატჩის შემდეგ კახა ცხადაძემ:

"ეს იყო ყველაზე მძიმე გამარჯვება, რაც "ქაირათში" ვმუშაობ. ეს, რა თქმა უნდა, კომპლიმენტია "აქტიობესთვის". ჩვენი გუნდისა და "ასტანას" წინააღმდეგ ყველა გაორმაგებული ძალებით თამაშობს.

შუა კვირაში თამაშის გამო, ცოტა გადაღლილები ვიყავით, მაგრამ სამი ქულის მოპოვება შევძელით. ჩემპიონობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. მადლობა ფანებს,
რომლებიც ამ სიშორეზე გამოგვყვნენ".
მკითხველის კომენტარები / 6 /
დააბრუნონ ტორე რა გაიყვანს უტამასებელი პეხბურტელებიტ ნაკრებს ვნახოტ რას იზამს ცხადაზის კაირატი ევრო სარბიელზე ასეტი ჯადოქარია მსინ მოიგებს ცემპიონტა ლიგას რა მაგარია ასეტი არ წრტვნიდა აზერბაიჯანის გუნდს რა მოიგო ნეტა
qutaisi
23:32 26-09-2016
0
მართალი გითხრათ კახა არ მევასება,მაგრამ ვაღიარებ,რომ ნამდვილად უძლიერესი ქართველი მწვრთნელია!არადა ჩვენს ნაკრებს აუცილებლად ქართველი მწვრთნელი ესაჭიროება!
რეზო
21:55 26-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული