ანანიძემ 80%-ით მოუმატა! როგორი გამოხმაურება მოჰყვა ჯანოს გოლს რუსეთში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი ჰავბეკის ჯანო ანანიძის ეფექტურ გოლს რუსულ საფეხბურთო წრეებში სათანადო გამოხმაურება მოჰყვა.

23 წლის ნახევარმცველმა 16 სექტემბერს გამართულ "ორენბურგი"-"სპარტაკის" მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (1:3). ეს გოლი ჯანოსთვის მეოთხეა მიმდინარე ჩემპიონატში.

- ჯანო ანანიძემ "ორენბურგს" ულამაზესი გოლი გაუტანა [VIDEO]

აი, რას ამბობს რუსეთში ცნობილი საფეხბურთო ექსპერტი, "სპარტაკის" ყოფილი თავდამსხმელი ვალერი რეინგოლდი ანანიძეზე:

"საერთოდ, "სპარტაკი" ძალიან ლამაზ გოლებს იტანს. გულახდილად რომ ვთქვათ, ის, რაც ჯანო ანანიძემ გააკეთა, ნამდვილი ოსტატობაა. ამისთანა დარტყმის ასე ზუსტად შესრულება ყველას არ ძალუძს. ეგ კი არა,
თავად ქართველსაც გაუჭირდება მისი გამეორება...

ჯანოს პროგრესი? გასებია, რომ მას ძალიან ბევრი შეუძლია, მაგრამ უწინდელთან შედარებით, ამ სეზონში მან 80%-ით მოუმატა. მწვრთნელის ნდობა ძალიან ბევრს ნიშნავს და ეს თავადაც გამომიცდია. შეხედეთ მასიმო კარერასა და მისი მოთამაშეების ურთიერთობას! გუნდი არცთუ საუკეთესო ფიზიკურ კონდიციებში იყო, მაგრამ შეცვლილ ფეხბურთელს იტალიელი კოცნიდა! ეს კი მოთამაშეებს ისე მუხტავს..."

ჯანოს გოლზე კომენტარი მოსკოვის "სპარტაკის" უწინდელმა მფლობელმა ანდრეი ჩერვიჩენკომაც გააკეთა. მას ჟურნალისტმა ჰკითხა, რომელი გოლი უფრო მოგეწონათ, ანანიძის თუ პრომესისო?

"რა თქმა უნდა, ჯანოსი. ეს იყო ბრწყინვალე გოლი, ტურის საუკეთესო, თუმცა არც ისაა გამორიცხული, თვის გოლადაც დასახელდეს. კი, ბატონო, ვნახეთ ბევრი ლამაზი გოლი, მაგრამ ჯანოსი - ერთ-ერთი გამორჩეულია. ესაა ნამდვილი ოსტატობა", - თქვა მან.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მიდი შეუბერე, თუ ესე მოინდომებ ვერაფერი გაგაჩერებს. უყვარხარ მთელ საქართველოს. ბევრად მეტს შეძლებ, ცოტა ფიზიკას მოუმატე. ველოდებით მორიგ გოლებს და მორიგ მსოფლიო შეფასება-შექებებს, რაც ქართველებს ძალიან გვსიამოვნებს. იხარე ოჯახით კაი კაცო
იკა
13:21 24-09-2016
0
ვაი Hვენ თავს ხალხო აქაც პოლიტიკაზე ლაპარაკობთ რამ გაგაბოროტათ ასე სირცხვილია
boria
01:11 18-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული