"აქ არ მენდობიან და რა ვქნა?" - ქიმერიძეს "როსტოვის" და რუსეთის ნაკრების ვარიანტი აქვს

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრი აკაკი ქიმერიძე კარიერას, სავარაუდოდ, "როსტოვში" გააგრძელებს.

ქიმერიძე, რომელიც 17-წლამდელთა ნაკრებში გოჩა ავსაჯანიშვილის მწვრთნელობის პერიოდში გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო, მწვრთნელის შეცვლის შემდეგ ნაკრებში აღარ გამოჩენილა. ტრანსფერთან და ამ საკითხთან დაკავშირებით თავად ფეხბურთელს ვესაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ ქიმერიძეს უკვე რუსეთის ასაკობრივ ნაკრებშიც იწვევენ და გამომდინარე იქიდან, რომ აქ შანსი არ ეძლევა, სერიოზულად ფიქრობს მოქალაქეობის შეცვლასა და საქართველოს ნაკრების პერსპექტივაზე უარის თქმას.

"დეკემბერში, როცა 17-წლამდელთა ნაკრები მინსკის ტურნირზე მიემგზავრებოდა, გუნდში ვიყავი გამოძახებული. თუმცა, სანამ ნაკრები შეკრებას დაიწყებდა, უკვე ვიცოდი,
რომ ბოლო მომენტში გადაიფიქრებდნენ და ჩემს ნაცვლად სხვა ფეხბურთელს წაიყვანდნენ. თუ რატომ, ამასაც მოგიყვებით...

მოგეხსენებათ, ზუსტად იმ პერიოდში დონეცკის "შახტარი" იყო ჩემით დაინტერესებული. საქმე იმაშია, რომ მაშინ ჩემს ძმას ერთერთი ქართველი აგენტი გაესაუბრა. ასე უთქვამს, "შახტარში" გაუჭირდება გადასვლა, ამიტომ, ნუ იქნება 35-ე სკოლაში და "შახტარის" ვარიანტის ლოდინს, სჯობს, საქართველოს უმაღლესი ლიგის რომელიმე გუნდში გადავიდეს, მე ვუპატრონებო, რაზეც ჩემი ძმისგან უარი მიიღო - "შახტარი" გვსურდა. ამიტომ აღნიშნული წინადადებით სხვა ფეხბურთელს მიმართა, რომელიც დათანხმდა და ჩემს ნაცვლად უკვე მას უხმეს ნაკრებში. მე კი მინსკში ტურნირზე აღარ წამიყვანეს, სადაც "შახტარის" წარმომადგენლები უნდა ჩამოსულიყვნენ და საქმეში ვენახე...

17-წლამდელთა ნაკრების ვარჯიში ფრჩხილის ტრავმის გამო გამოვტოვე, თუმცა იმ ტკივილმა ერთ დღეში გამიარა. ჩვეულებრივად შემეძლო თამაში, მაგრამ ორი დღე მაინც დამასვენეს - ასე მეუბნებოდნენ, მინსკის ტურნირზე მიგვყავხარ და ნუ გაირთულებო. არადა, შემეძლო ვარჯიში და მსურდა კიდეც, მაგრამ უარზე იყვნენ. მეორე დღეს დამიბარეს და მეუბნებიან, ვეღარ მოდიხარ მინსკში, თანაც, სხვადასხვა მიზეზები დამისახელეს: ერთმა ტრავმის გამოო, მეორე წონას აბრალებდა, მესამე კი მეუბნებოდა, ფორმაში არ ხარო.

იმის მერე გაფართოებულ 30-კაციან შეკრებაზეც არ წამიყვანეს.

ამასობაში, ჩემი საუკეთესო წლებიც გადის და მირჩევნია იქ წავიდე, სადაც ვითამაშებ, სადაც დამაფასებენ და სადაც ჩემს შესაძლებლობებს დაინახავენ.

განაწყენებული ვარ... 13-წლამდელებიდან მოყოლებული, არცერთი შეკრება არ გამომიტოვებია. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩემი გაკეთებული პასით გავიდა ნაკრები ელიტრაუნდში და ელიტრაუნდში აღარ გამომიძახეს. გული დამწყდა შემდგომ ჩვენი ნაკრების წარუმატებლობის გამო - ამ ეტაპამდე მისვლაში წვლილი ხომ მეც მქონდა შეტანილი.

ახლა "როსტოვის" დუბლების ვარიანტი მაქვს... ქართულმა კლუბებმა უარი მითხრეს: თბილისის "დინამომ", "ლოკომოტივმა", "საბურთალომ"...

"ლოკომოტივში" ჩემს პოზიციაზე არ დამაყენეს. კაცმა არ იცოდა, მომიწევდა თუ არა იქ საერთოდ თამაში. სწორედ ამის მერე შევაგროვე ჩემი ნათამაშები მატჩების ვიდეოები, გოლები - ყველა მასალა, რაც კი არსებობდა და ერთერთ რუს აგენტს გადავუგზავნე. მან რამდენიმე კლუბს გააცნო ეს მასალა, რის შემდეგაც რუსეთის პირველი ლიგის გუნდებიდან მივიღე შემოთავაზებები. არჩევანი, საბოლოოდ, "როსტოვზე" შევაჩერე. უახლოეს დღეებში ჩავალ იქ და კონტრაქტის პირობებზე დავილაპარაკებთ.

ეგ კი არა, პასპორტის გაკეთება და რუსეთის ასაკობრივ ნაკრებში თამაშიც კი შემომთავაზეს. ალბათ, დავთანხმდები. რა თქმა უნდა, ჩემი ოცნება საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურის მორგებაა, მაგრამ ასაკობრივ ნაკრებში აღარ მაძლევენ შანსს და ეროვნულში ვინღა გამომიძახებს?!

არაუშავს, დიდი ფეხბურთის სათამაშოდ ვიბრძოლებ. ყველას დავუმტკიცებ, რომ ნაკრებში ყოფნას ვიმსახურებ და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ! პრინციპში, ეს ისედაც იციან, მაგრამ...", - ამბობს ქიმერიძე.
მკითხველის კომენტარები / 43 /
Ee moskovi gonze arxar saertod ramogalateo asakobriv nakrebze saubrobs bavshvi, mogalateebi mander gizian federaciashi da imat motxove tavianti nebasurvilit roxarjaven xalxis fuls
Gocha
08:43 11-09-2016
0
Moskovelo gonze arxar ras wers es bavshvi she martla mogalate saxeli ragiweria jer magas mixede asakobriv nakrebzeaq saubari bavshvs rom gaizardos rogorc fexburteli,erovnulshi aq itamashebs garantias vadzlev yvelas vici kakos yvela nabiji da rasulit suntqavs,chkuas mouxme shefasebisas mogalateebi eger sxedan federaciashi da aravin igebs xmas mat dasasjelad taviant chkuaze xarjaven xalxis fuls da arian gancxromashi imat motxove tu trakigaqvs
Gocha
08:30 11-09-2016
0

სიახლეები პოპულარული